ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ნარმანია: კომპანიების მიერ მომხმარებელთა უფლებების დარღვევაზე მკაცრად ვრეაგირებთ
23 აგვისტო, 2021, 16:53
ნარმანია: კომპანიების მიერ მომხმარებელთა უფლებების დარღვევაზე მკაცრად ვრეაგირებთ

თბილისი (GBC) - დავით ნარმანია ყვარლის მოსახლეობას კომპანიების დარღვევებზე კომისიის რეაგირების მექანიზმები, მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესები და მომსახურების მიღების გამარტივებული პროცედურები გააცნო.

სემეკის თავმჯდომარემ ასევე მოისმინა მოქალაქეების შეფასებები ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კომპანიების მომსახურებასთან დაკავშირებით. 

"კომპანიების მიერ მომხმარებელთა უფლებების დარღვევებზე სემეკი მკაცრად რეაგირებს. ჩვენი მიზანია, რომ მინიმუმამდე შემცირდეს უფლებების დარღვევის ფაქტები, მარტივად ხელმისაწვდომი იყოს ყველა მოქალაქისთვის კომუნალური მომსახურების მიღება. პანდემიის პირობებში სპეციალურად მომხმარებლებისათვის შევიმუშავეთ არაერთი პროდუქტი, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიებთან დისტანციურ კომუნიკაციას. ეტაპობრივად მივყვებით მომხმარებელთა მოთხოვნებს და ვახორციელებთ ახალ პროექტებს “, - განაცხადა დავით ნარმანიამ.  

მობილურ ტელეფონებზე კოდის *303# აკრეფით მოქალაქეებს შეუძლიათ კომუნალური მომსახურების კომპანიებს მიაწოდონ ინფორმაცია ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ან სასმელი წყლის მომარაგების წყვეტის შესახებ, გამოითხოვონ ელექტრონული ქვითარი, შეამოწმონ მიმდინარე სააბონენტო ბალანსი, მონაცემების მისაღებად სასურველ აბონენტზე დაარეგისტრირონ ან წაშალონ არასასურველი ნომერი. *303# კოდით მომსახურება უფასოა და ვრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით, ხელმისაწვდომია ყველა ტიპის მობილური ტელეფონისათვის, არ საჭიროებს სპეციალური პროგრამის ჩამოტვირთვასა და ინტერნეტთან წვდომას. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები