ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სებ-ი ინფლაციის შემცირებას მომავალ წლამდე არ ელის
23 აგვისტო, 2021, 12:45
სებ-ი ინფლაციის შემცირებას მომავალ წლამდე არ ელის

თბილისი (GBC) - ეროვნული ბანკი ინფლაციის მაღალი მაჩვენებელის შემცირების მოლოდინი წელს არ აქვს.

მიზეზი, საბაზისო სცენარით რამდენიმეა, საერთაშორისო ბაზარზე მკვეთრად მომატებული სასაქონლო პროდუქტების ფასები, ამავდროულად ნავთობისა და საკვები ნედლეული პროდუქტების გაძვირებას დაერთო კომუნალური ხარჯების ზრდიდან დამატებითი ინფლაციური წნეხი.

სებ-ი იმედოვნებს, რომ დროებითი ფაქტორების ამოწურვა და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა ხელს შეუწყობს მაჩვენებელის შემცირებას, თუმცა მხოლოდ 2022 წლიდან და საშუალოვადიან პერიოდში სამიზნე მაჩვენებელს დაუახლოვდება.

საბაზო სცენარში განმარტებულია, რომ უძრავი ქონების ფასები ლარში წლიურად გაზრდილია, ეს გაზრდილი ეკონომიკურ აქტივობას, გაუმჯობესებულ საბაზრო განწყობას და სუბსიდირების პროგრამას უკავშირდება.

რაც შეეხება მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებული რეჟიმიდან გამოსვლას, ის დაკავშირებული იქნება ინფლაციური მოლოდინების შემცირებაზე და მოლოდინების შემცირებასთან ერთად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთიც ეტაპობრივად შემცირედბეა და საშუალოვადიან პერიოდში ნეიტარლურ დონეს დაუახლოვდება.

სებ-ი მიათითებს, რომ საბაზო პროგნოზის ირგვლივ მაღალი გაურკვევლობა ნარჩუნდება. კერძოდ, ეკონომიკური აქტივობის ტემპი მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული პანდემიის გავრცელებასა და ვაქცინაციის მასშტაბებზე. ასევე მაღალია გაურკვევლობა განვითარებულ ქვეყნებში მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაციის ტემპებთან დაკავშირებით, რაც გლობალური ფინანსური ბაზრების განწყობაზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს.

პესიმისტური პროგნოზით, ინფლაციის შემცირება დროში კიდევ უფრო გახანგრძლივდება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები