ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მთავარი არხის გაყიდვების სახლში კამერალური საგადასახადო შემოწმება დასრულდა
20 აგვისტო, 2021, 12:08
მთავარი არხის გაყიდვების სახლში კამერალური საგადასახადო შემოწმება დასრულდა

თბილისი (GBC) - "მთავარი არხის" გაყიდვების სახლში კამერალური საგადასახადო შემოქმების დასრულებაზე ფინანსთა მინისტრი FB პოსტით იტყობინება.

ლაშა ხუციშვილი წერს, რომ როგორც თავიდანვე ითქვა, შემოწმება დასრულდა გადასახადის გადამხდელისთვის ყოველგვარი ზედმეტი დისკომფორტის გარეშე.

„ეს ამბავი გემახსოვრებათ. გამოვლენილი რისკების შესაბამისად, მოთხოვნილი იქნა კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც სრულად წარმოდგენილი იყო გადამხდელის მიერ, რამაც გააქარწყლა ის კონკრეტული რისკის კრიტერიუმი და შესაბამისად ამით დასრულდა შემოწმება. რაც შეეხება პროცესს - "ისევე როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, ეს შემოწმებაც დაიწყო და დასრულდა გადასახადის გადამხდელისთვის ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე".

ასეთი თემით სპეკულირების, პოლიტიკური ქულების დაწერის და საგადასახადო ადმინისტრირების პოლიტიკურ ჭრილში გადატანის არც პირველი და ალბათ არც ბოლო შემთხვევა იქნება ეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, სერვისების გაუმჯობესება აუცილებლად გაგრძელდება", - წერს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები