ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ესტონური TV3 საქართველოზე გადაცემას ამზადებს
20 აგვისტო, 2021, 11:37
ესტონური TV3 საქართველოზე გადაცემას ამზადებს

თბილისი (GBC) -  საქართველო ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან ტურისტების მოზიდვას გეგმავს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ესტონეთიდან პრეს-ტურს მასპინძლობს. ესტონური TV 3-ის  8 კაციანი გადამღები ჯგუფი 2 კვირის განმავლობაში თბილისში, კახეთში, იმერეთში, აჭარაში, სამეგრელოსა და სვანეთში იმყოფებოდა. ესტონური მედიის წარმომადგენლებმა სიღნაღი, ლაგოდეხის დაცული ტერიტორია, ქუთაისი, ბათუმი, მესტია, უშგული და სხვა ტურისტული ადგილები დაათვალიერეს და გადაიღეს.

ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა აღნიშნა, ჯგუფი გადაცემათა ციკლს ამზადებს „იმოგზაურე საქართველოში“, სადაც ნაჩვენები იქნება, როგორც კულტურული, ასევე სათავგადასავლო, ეკო და  ღვინის ტურისტული მიმართულებები.

ტელევიზიის წარმომადგენლები საქართველოს თითქმის ყველა ტურისტულ რეგიონს ესტუმრებიან. 

„საქართველოში გამორჩეული ხალხია, უნიკალური სტუმართმასპინძლობითა და სითბოთი. გამოსარჩევია ქართული სამზარეულო გემრიელი კერძებით. საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა, სადაც შეიძლება დასვენება. საქართველოში ბევრი მეგობარი შევიძინე, როგორც აღმოსავლეთში, ასევე დასავლეთში. ჩვენ ესტონეთში ძალიან გვიყვარს საქართველო და მოხარულები ვართ ჩვენს მაყურებელს ვაჩვენოთ ეს ლამაზი ქვეყანა,“  -  ამბობს გადაცემის წამყვანი ქეზი უბომაგი. 

პრეს-ტურის ფარგლებში ესტონური ტელეკომპანია სპეციალურ გადაცემათა ციკლს სახელად „მოგზაურობა საქართველოში“ ამზადებს, გადაცემა 10 ეპიზოდისგან შედგება და ესტონელი ტელემაყურებელი სექტემბერში იხილავს. 42 წუთიანი  გადაცემები  საქართველოს  ტურისტულ მიმართულებებს, საზღვაო და სამთო კურორტებს, ქართულ ტრადიციებს, კულტურას და ისტორიას დაეთმობა. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები