ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
პროკრედიტი ქართულ ბანკებს შორის საუკეთესო საკრედიტო რეიტინგს ინარჩუნებს
19 აგვისტო, 2021, 15:59
პროკრედიტი ქართულ ბანკებს შორის საუკეთესო საკრედიტო რეიტინგს ინარჩუნებს

თბილისი (GBC) - საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო “Fitch”-მა პროკრედიტ ბანკი საქართველოს რეიტინგი „BB+“ დაადასტურა, პერსპექტივა კინეგატიურიდან“ „სტაბილურამდეგააუმჯობესა.

საერთაშორისო კომპანიის შეფასებების საფუძველზე, პროკრედიტ ბანკი საქართველო კვლავ ინარჩუნებს ყველაზე მაღალ საკრედიტო რეიტინგს საქართველოში არსებულ ბანკებს შორის, ასევე ქვეყნის სუვერენულ რეიტინგზე ერთი ბიჯით მაღალ მონაცემს.

პროკრედიტ ბანკი საქართველოს სტაბილური რეიტინგი  მნიშვნელოვნად არის განპირობებული ისეთი ძლიერი და სტაბილური მშობელი კომპანიით, როგორიცაა გერმანული ProCredit Holding AG & Co. დასაყრდენი ევროპული მშობელი კომპანია უზრუნველყოფს არამხოლოდ პროკრედიტ ბანკის სანდოობასა და სტაბილურობას, არამედ თანამედროვე ევროპული საბანკო პრაქტიკის დანერგვას ქვეყანაში.

პროკრედიტ ბანკი საქართველოს „Fitch” რეიტინგი და პერსპექტივის გაუმჯობესება ხაზს უსვამს, რომ არსებულ გამოწვევებით სავსე გარემოში პროკრედიტ ბანკმა მოახერხა და წარმატებით დასძლია პანდემიით გამოწვეული კრიზისი, იმის გათვალისწინებით, რომ ბიზნეს საქმიანობა უწყვეტად შეინარჩუნა და წარმატებული ბიზნეს შედეგებიც დააგენერირა.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლიდან, პროკრედიტ ჰოლდინგი ფრანკფურტის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგშია, რაც გულისხმობს მის ფინანსურ და რეპუტაციულ სიძლიერეს საერთაშორისო დონეზე.

"Fitch-ის შეფასება არ ნიშნავს მხოლოდ პროკრედიტ ბანკის სტაბილურობას და მომგებიანობას, ეს საქართველოში გერმანული ბანკის პასუხისმგებლიანი, წინდახედული და საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული საბანკო პოლიტიკის დამსახურებაა. მნიშვნელოვანია ჩვენი ბანკის 22 წლიანი წარმატებული ოპერირების გამოცდილება ქართულ საბანკო სექტორში დ გვიხარია, რომ  ჩვენი წარმატება ჩვენი კლიენტებისთვის რჩება გრძელვადიანი ფინანური პარტნიორობის გარანტორად.“- ზეინაბ ლომაშვილი, პროკრედიტ ბანკი საქართველოს დირექტორი.

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები