ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
პრემიერს გურულების მახვილგონიერების ეიმედება
19 აგვისტო, 2021, 14:10
პრემიერს გურულების მახვილგონიერების ეიმედება

თბილისი (GBC) - პრემიერი დარწმუნებულია, რომ არჩევნებზე ლანჩხუთი და გურია მხარს მშვიდობას, სტაბილურობას და განვითარებას დაუჭერს. მათი სიბრძნისა და მახვილგონივრულობის ეიმედება, რადგან პრემიერის თქმით, მათ ძალიან კარგად იციან სიკეთის ბოროტებისგან განსხვავება.

ირაკლი ღარიბაშვილმა, ლანჩხუთის მერობის კანდიდატის ალექსანდრე სარიშვილის წარდგენაზე მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა, აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობაში მთავრობა 7 მილიარდის, ადგილობრივი წარმოების მიმართულებით, 2,5 მილიარდი ლარის ინვესტირებას გეგმავს. ქვეყნის მასშტაბით ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში კი 32 მილიარდი ლარის დახარჯვა იგეგმება.

"ლანჩხუთში ვიცი, რომ ბოლო წლებში პოპულარულია ლურჯი მოცვის წარმოება-მოყვანა, ჩვენც 300 ჰექტარზე მეტ ლურჯი მოცვის პლანტაციების გაშენებას შევუწყეთ ხელი. მიმდინარეობს ჩაის პლანტაციების აღდგენაც, მაგრამ ეს უნდა დაჩქარდეს.

ადგილობრივი წარმოების მიმართულებით, ჩვენ ვგეგმავთ დაახლოებით 2,5 მილიარდი ლარის ინვესტირებას, აქედან 1 მილიარდი იქნება მთავრობის შენატანი.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ჩვენ 32 მილიარდი ლარის დახარჯვას ვგეგმავთ ყველა რეგიონის თანაბრად, ძლიერად განვითარებაში. შედეგად, წლების განმავლობაში მთლიანად შევცვლით მთელი ქვეყნის სურათს და ასე ვთქვათ, ლანდშაფტს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები