| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ინფიცირების მაჩვენებელი კვლავინდებურად მაღალია - 5000-ს აღემატება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე წუხს, რომ ინფიცირების 1%-ში სიკვდილიანობაა.
თამარ გაბუნია რეანიმაციულ განყოფილებებში დამძიმებული შემთხვევების ფონზე არ გამორიცხავს, რომ ეს მაჩვენებელი მომდევნო დღეებში გაიზარდოს.
"ცირკულირებს დელტა შტამი და შესაძლებელია სწორედ ეს უკავშირდებოდეს გარდაცვალების ზრდას. განსაკუთრებით ხანდაზმულებში. ინფრასტრუქტურა და გამოცდილება დღეს ქვეყანას მეტი აქვს, ვიდრე ნოემბერ-დეკემბერში, შესაბამისად, გარდაცვალების რაოდენობა არ იმატებს, ვრჩებით 1.3-1.4%-ის ფარგლებში, თუმცა მაჩვენებელი მაინც საგანგაშოა", - განაცხადა გაბუნიამ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, მარტიდან 17 აგვისტოს პერიოდში ჩატარებული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ ინფიცირებულთა 98%-ზე მეტი არავაქცინირებულები არიან.
მისი თქმით, 2-ჯერ ვაქცინირებულთა რეანიმაციაში მოხვედრის ერთეული შემთხვევებია.
“ვაქცინა მუშაობს, იცავს ადამიანებს ჰოსპიტალიზაციის და მძიმე შემთხვევების განვითარებისგან. ეს არის მთავარი მიზეზი რატომ უნდა ჩავიტაროთ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss