ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ფიშინგი მეორე კვარტალში შემცირდა
19 აგვისტო, 2021, 10:19
ფიშინგი მეორე კვარტალში შემცირდა

თბილისი (GBC) - ფიშინგის მაჩვენებელები შემცირებულია.

„კასპერსკის ლაბორატორიის" მონაცემებით, 2021 წლის მეორე კვარტალში საქართველოში მომხმარებლების 2,84% დაექვემდებარა ფიშინგურ შეტევებს, სომხეთში -  2.8% და აზერბაიჯანში -3,7%. მაშინ როცა, 2020 წლის აპრილ-ივნისში, საქართველოს  მომხმარებლების 7,88% დაექვემდებარა ფიშინგს, ხოლო სომხეთში ეს მაჩვენებელი იყო 6,5%, ხოლო აზერბაიჯანში - 6,35%.

2021 წლის აპრილ-ივნისში  მსოფლიოში ფიშერები ყველაზე მეტად თავს დაესხნენ მომხმარებლებს ბრაზილიაში (6,67%), ისრაელში (6,55%) და საფრანგეთში (6,46%).

2021 წლის მეორე კვარტალში კომპანიის ფიშინგსაწინააღმდეგო სისტემამ გამოავლინა და დაბლოკა ფიშინგურ ბმულებზე დაწკაპუნების 50 398 193 მცდელობა, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 106 337 531.

ფიშერებს შორის აპრილ-ივნისში ყველაზე პოპულარული კატეგორიების ჩამონათვალის წინა ადგილებს იკავებდნენ მესინჯერები (6,27%), სოციალური ქსელები (7,26%), ფინანსური მომსახურება (2,09%) და IT კომპანიები (1,68%).

ექსპერტების აზრით, კიბერდამნაშავეები  სპეციალურად ქმნიან ფიშინგურ  ვებსაიტებს "მომგებიანი შეთავაზებებით", რათა მომხმარებლები გადავიდნენ იქ, ისინიც ყოველგვარი ეჭვის გარეშე  აწვდიან ამ საიტებს მათ პირად მონაცემებს  (ელ.ფოსტის ლოგინებს და პაროლებს, ტელეფონის ნომრებს), საბანკო ბარათის დეტალებსაც კი. ექსპერტები მომხმარებლებს სიფხიზლისკენ მოუწოდებენ, არ უპასუხონ საეჭვო შემოთავაზებებს და თავი აარიდონ  ყალბ ბმულებს  ელ.ფოსტაში, სოციალურ ქსელებში, მყისიერ მესინჯერებში, არ მიაწოდონ პირადი მონაცემები უცხო პირებს. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები