ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
UN Studio: ახალი ინტერიერი ქუთაისის აეროპორტის სავიზიტო ბარათია
19 აგვისტო, 2021, 10:08
UN Studio: ახალი ინტერიერი ქუთაისის აეროპორტის სავიზიტო ბარათია

თბილისი (GBC) - ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი ჰოლანდიური არქიტექტურული კომპანია UN Studio-ს მთავარმა არქიტექტორებმა დაათვალიერეს. სწორედ UN Studio-ს ეკუთვნის აეროპორტის, როგორც ძველი, ისე განახლებული ტერმინალის კონცეპტ-დიზაინი.

არქიტექტორების განცხადებით, ახალი ინტერიერი ქუთაისის აეროპორტის სავიზიტო ბარათია, რომელიც მგზავრების კომფორტსა და ზრუნვაზეა ორიენტირებული.

"ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იყო პირველი, რომლის კონცეპტ-დიზაინი სრულად UN Studio-ს ეკუთვნის და რომელიც უკვე წლებია ოპერირებს. გვსურს, მგზავრებმა იგრძნონ თავი, როგორც საკუთარ სახლში. მისი დაპროექტებისას იდეა გვქონდა, რომ აეროპორტი არ ყოფილიყო მხოლოდ ქვეყნიდან გამგზავრებისთვის, ან ჩამოფრენისთვის. არამედ ყოფილიყო ადამიანების შეხვედრის ადგილი, მათ თავი ეგრძნოთ კომფორტულად და ეპოვათ ახალი გამოცდილება, მაგალითად იმ უნიკალურ გამწვანებულ ტერასაზე, რომელიც ქუთაისის აეროპორტის განახლებულ ტერმინალს აქვს", - ამბობს ჰოლანდიური კომპანია UN Studio-ს დირექტორი და მთავარი არქიტექტორი ფრანს ვან ვუურე.

ორივე ტერმინალის გაერთიანების შედეგად ქუთაისის აეროპორტს აქვს ერთიანი ტერმინალი, მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით და ყველა იმ აღჭურვილობით, რომელიც მისი შეუფერხებელი ოპერირებისთვის არის საჭირო.

გაფართოების შედეგად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი წლიურად 2.5 მლნ მგზავრის მომსახურებას შეძლებს. 


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები