ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
TBC UZ - ის მომხმარებლებმა 400 ათასს გადააჭარბა
მარიამ მინაძე
19 აგვისტო, 2021, 00:21
 TBC UZ - ის მომხმარებლებმა 400 ათასს გადააჭარბა

თბილისი (GBC) – TBC Bank -  ის CEO-ს ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, უზბეკეთში, TBC-ის პირველი ვიფრული ბანკის მომხმარებელთა რაოდენობამ 2021 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, 403,076 შეადგინა.

ივნისის ბოლოსთვის მომხმარებელთა რაოდენობა 302 ათასს უტოლდებოდა, ხოლო მარტის ბოლოსთვის კი 98 ათასი იყო. 2Q21-ის 1Q21-თან ცვლილება +3.1x შეადგინა.

ივლისის მდგომარეობით, TBC UZ-მა ოპერაციების გაფართოვება დაიწყო ტაშკენტის გარეთ და უკვე 34 პროდუქტის შეძენის პუნქტს 11 რეგიონულ ქალაქში ამუშავებენ.

TBC-მ უზბეკეთში არაუზრუნველყოფილი სესხების პორტფელი ახალი ტიპის სესხებით გაამდიდრეს და ახალი დაზოგვის მექანიზმები დაამატეს დეპოზიტებისთვის.

ბუცხრიკიძის ცნობით, ივლისის ბოლოსთვის TBC UZ-ის სესხების პორტფელი 31.8 მლნ ლარია, ხოლო დეპოზიტების პორტფელი კი 49.6 მლნ ლარი. 

2Q21-ის ბოლოსთვის კი სესხების პორტფელი 25.2 მლნ ლარი (+26.5x; q.q), ხოლო დეპოზიტების პორტფელი კი 15.5 მლნ ლარი (+5.5x; q.q) იყო. 

ივლისის ბოლოსთვის ჯამური თვიური ტრანზაქციების რაოდენობამ 626 ათასს მიაღწია. გამოშვებული ბარათების რაოდენობამ კი 78 ათასს.

ბუცხრიკიძის განმარტებით, სესხებისა და დეპოზიტების ასეთი მკვეთრი ზრდა აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას უკავშირდება.

ჯგუფის განცხადებით, მათ უკვე ჩადეს $22 მლნ ბანკის საწესდებო კაპიტალში და უზრუნველყვეს ინტერესი მათი პოტენციური პარტნიორებისგან: EBRD, IFC და Uzbek-Oman Investment Company-სგან. მათი გეგმა მინიმუმ 51% -იანი წილის ფლობაა.

ამჟამად, ჯგუფის ბიზნეს საქმიანობა ძირითადად კონცენტრირებულია საქართველოში, თუმცა ელიან, რომ საერთაშორისო საქმიანობა ჯგუფის წმინდა მოგებაში დაახლოებით 10% -15% -მდე წვლილს შეიტანს საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში.

ჯგუფის სტრატეგიაა დაიცვას აქტივების მსუბუქი, შეზღუდული კაპიტალდაბანდების მიდგომა ციფრული არხების ძლიერი აქცენტით და განახორციელოს ინვესტიცია ეტაპობრივად, რათა დარწმუნდეს, რომ შედეგები და საოპერაციო გარემო კომფორტულია, დამატებითი ინვესტიციის განხორციელებამდე.

ჯგუფი უზბეკეთის ბაზარზე გეგმავს მოემსახუროს საცალო და მცირე და საშუალო ბიზნესის მომხმარებლებს, რაც თავის მხრივ გამოიწვევს არაკონცენტრირებულ პორტფელს და შეამცირებს საკრედიტო რისკს.

ჯგუფი პარტნიორობს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, რომლებიც აპირებენ უზბეკეთის ბანკში წილის ფლობას, რათა უზრუნველყონ მათი ბიზნეს გეგმის დაფინანსება და საკმარისი მოქნილობა უზბეკეთში TBC-ის ოპერაციების დროს.

TBC PLC-ის განცხადებით, ჯგუფის პერსპექტივიდან, საერთო ჯამში, საერთაშორისო გაფართოება გამოიწვევს ბიზნესის ხაზების დივერსიფიკაციას და შემოსავლების ნაკადს, რაც დააბალანსებს ჯგუფის საერთო რისკის პროფილს.

TBC-მ ციფრული კომერციული ბანკი TBC UZ უზბეკეთში გასული წლის ოქტომბერში გაუშვა და ჯერ-ჯერობით 100%-იანი წილის მფლობელია.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები