| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 2021 წლის 30 ივნისისათვის TBC-ის ავტორიზებული ჩვეულებრივი აქციების საერთო რაოდენობა 55,155,896 იყო (იგივე რ-ობა 2020 წლის 31 დეკემბრისთვის).
თითოეულ აქციას ერთი ბრიტანული პენის ნომინალური ღირებულება აქვს. ყველა გამოშვებული ჩვეულებრივი აქცია სრულად არის გადახდილი და აქვს დივიდენდების მიღების უფლება.
აქციების ნაწილი თანამშრომელთა ბენეფიტების ტრასტს (EBT) უჭირავს, სამომავლო თანამშრომლის წილზე დაფუძნებული გადახდების გეგმის მიზნით.
30 ივნისისათვის ტრასტის აქციების რაოდენობა 641,391 -ს შეადგენდა (2020 წლის 31 დეკემბრისთვის: 778,183 აქცია).
EBT– მ უარი თქვა ასეთ აქციებზე დივიდენდების მიღების უფლებაზე.
TBC Bank-ის CEO-ს ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, მათი შესანიშნავი შესრულების შედეგია მყარი კაპიტალის გენერაცია,
რამაც საშუალება მისცა ბორდს გამოეცხადებინა შუალედური დივიდენდი 1.5 ლარის ოდენობით 2021 წლის სექტემბრის მეორე ნახევარში.
ჯგუფის საშუალოვადიანი მიზანი უცვლელია: ROE 20%–ზე მეტი, ხარჯები/შემოსავლები 35%–ზე ნაკლები, დივიდენდის გადახდის თანაფარდობა 25-35% და სესხის წლიური ზრდა 10-15%-ის ოდენობით.
2021 წლის ივნისში სებ -მა ასევე გამოაცხადა თავისი გადაწყვეტილება CICR და კონსერვაციის ბუფერების აღდგენის შესახებ.
გადაწყვეტილებით, ბუფერების აღდგენა 2022 წლის იანვრიდან დაიწყება და გაგრძელდება ორი წელი.
ბანკებს მოეთხოვებათ სრულად აღადგინონ CICR ბუფერი 2022 წლის ბოლოსთვის, ხოლო კონსერვაციის ბუფერი 2023 წლის ბოლოსთვის.
თუმცა, ბანკმა სრულად უნდა აღადგინოს და შეასრულოს ბუფერები იმ შემთხვევაში, თუ მას დივიდენდების გადახდა სურს.
ამ ზომების დანერგვის შემდეგ, ბანკი იყენებდა როგორც კონსერვაციის, ასევე CICR ბუფერის 2/3 -ს და შეზღუდული იყო კაპიტალის განაწილებისგან.
თუმცა, ძლიერი კაპიტალის გამომუშავების ფონზე, 2021 წლის ივნისის მდგომარეობით, თიბისი ბანკი სრულად აკმაყოფილებს სრულად აღდგენილ მინიმალურ მოთხოვნებს და დაუდასტურა ეროვნულ ბანკს, რომ იგი სრულად აღადგენს დროებით გამოთავისუფლებულ კაპიტალურ ბუფერებს 2021 წლის 31 ივლისისათვის.
ეს კი შესაბამისად, მოხსნის ყოველგვარ მარეგულირებელ შეზღუდვას კაპიტალის განაწილებაზე.
დღეს, ბუცხრიკიძემ ინვესტორებს დივიდენდების გასაცემად ბუფერების სრულად აღდგენის შესახებ აუწყა.
TBC-ის განცხადებით, Covid-19 პანდემიით გამოწვეული გამოწვევების გარდა, ლარის არასტაბილურობა იყო და რჩება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რისკი, რომელიც გავლენას ახდენს ბანკის კაპიტალის ადეკვატურობაზე.
ხოლო, ლარის 10% -იანი გაუფასურება გადაიზრდება 0.87პ.პ-ით, 0.77პ.პ-ით და 0.64პ.პ-ით, შესაბამისად, ბანკის CET 1, Tier 1 და სულ მარეგულირებელი კაპიტალის ადეკვატურობის კოეფიციენტებში.
ბუცხრიკიძემ პრეზენტაციაზე ინვესტორებს ამცნო, რომ დივიდენდის გადახდის კოეფიციენტი მომდევნო წელს მინიმუმ 25% იქნება, ხოლო საშუალოვადიანი პერსპექტივა მომდევნო 3-4 წელზეა გათვლილი და მაჩვენებელს მინიმუმ 35%-ს დაუახლოვებენ.
სებ-მა ბუფერების მოთხოვნა მიმდინარე წლის 2 ივნისს განაახლა. სებ-ის განცხადებით, სწორედ ამ პერიოდში არსებული პროგნოზები ბანკებს საშუალებას აძლევს აღნიშნული ბუფერები მოცემულ ვადაზე ადრე აღადგინონ, რა შემთხვევაშიც მოიხსნება კაპიტალის განაწილებაზე დაწესებული შეზღუდვები (დივიდენდის გაცემა, აქციების გამოსყიდვა, წილობრივი ინვესტიციების განხორციელება და ცვალებადი ანაზღაურების ვალდებულების შექმნა მენეჯმენტის ბონუსების გასაცემად).
TBC-ს CICR-ის ბუფერი რისკშეწონილი აქტივების 75%-ის ოდენობით მოეთხოვება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss