ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საველე ჰოსპიტალი პაციენტების მისაღებად მზად არის
18 აგვისტო, 2021, 13:31
საველე ჰოსპიტალი პაციენტების მისაღებად მზად არის

თბილისი (GBC) - დიღმის ოლიმპიურ სოფელში მდებარე საველე ჰოსპიტალი პაციენტების მისაღებად მზად არის, თუმცა როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, საველე ჰოსპიტალში პაციენტებს ჰოსპიტალური რესურსის ამოწურვის შემდეგ მიიღებენ.

"მაქსიმალურად ვეცდებით დავრჩეთ ჰოსპიტალურ სექტორში. რამეთუ ეს დიდი ემოციური სტრესია პაციენტისთვის. მსგავსი ჰოსპიტალი საქართველოში საომარ პირობებშიც კი არ ყოფილა", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

საველე ჰოსპიტალში 500-მდე საწოლია მოწყობილი. როგორც რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, საწოლების უმეტესობა ჟანგბადით იქნება აღჭურვილი. 

“გამართულია ყველა ინვენტარი და მოწყობილობა, რომელიც ესაჭიროება საწოლებს, რათა მოხდეს მათი მომარაგება ჟანგბადით. დამონტაჟებულია 2 ხუთ ტონიანი ცისტერნა საწოლების ჟანგბადით მოსამარაგებლად“,- აღნიშნა ტიკარაძემ. 


 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები