ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სენაკში აგრარული ბაღის გაშენება იგეგმება
18 აგვისტო, 2021, 13:01
სენაკში აგრარული ბაღის გაშენება იგეგმება

თბილისი (GBC) - სენაკის მუნიციპალიტეტოს სოფელ თეკლათში აგრარული ბაღის გაშენების მიზნით მიწის ნაკვეთი იყიდება.

ელექტრონულ აუქციონზე ქონების ეროვნულმა სააგენტომ თეკლათში მდებარე 275107 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი ელექტრონულ აუქციონზე გამოიტანა.

საწყისი ფასი 303 000 ლარია, ვაჭრობის ბიჯი 1 000 ლარი.

ინვესტორმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 წელში შესყიდული მიწის ფართის 60%-ზე ერთწლიანი ან მრავალწლიანი ნარგავები უნდა გააშენოს, პირობები გულისხმობს ნარგავებს შორის გადასაადგილებელი (სპეცტექნიკის) ბილიკების/საირიგაციო სისტემის გაშენებას, ასევე ნარგავებით გაშენებული მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის დამცავი მესერით (ან/და საირიგაციო სისტემით) მოწყობას.

გამარჯვებულმა ბაღის მოწყობაზე მინიმუმ 84 000 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

საქართველოს კანონმდებლობით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შემძენი არ შეიძლება იყოს უცხოელი (ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, ასევე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი) და იურიდიული პირი, რომლის დომინანტი პარტნიორია უცხოელი ან/და საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი ან რომლის დომინანტი პარტნიორი ვერ დგინდება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები