| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - სააკაშვილს თუ ჩამოსვლა უნდა, ჩამოვიდეს, გვაქვს ჰალსტუხების დიდი კოლექცია, რომ კომფორტულად ვამყოფოთ ციხეში, - პრემიერმა ქედის მერობის კანდიდატის როლანდ ბერიძის წარდგენაზე ექსპრეზიდენტზე საუბარს თავი ვერ აარიდა.
ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ აღარასოდეს დაბრუნდება ის დრო, როცა ასეთი მჩაგვრელი, მასხარა მართავდა ქვეყანას, სააკაშვილის სახით.
"როგორ სამარცხვინოდ მოიქცა, კაცი 9 წელი იყო ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი, ხალხმა ამხელა მანდატი მისცა და კაცმა საკუთარი ნებით დატოვა პასპორტი. გავიდა მოქალაქეობიდან, საკუთარი პასპორტი დატოვა, ჩააბარა და აიღო უკრაინის მოქალაქეობა. შემდეგ გააძევეს თმების თრევით, ჯერ სახურავებზე დახტოდა, შემდეგ თმების თრევით გააძევეს და გუშინ გამოვიდა და კიდევ აქეთ ჭკუას გვარიგებს და იმუქრება. ასეთი მასხარების დრო ქვეყანაში დასრულებულია", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ აღარასოდეს დაბრუნდება ის დრო, როცა ასეთი მჩაგვრელი, მასხარა მართავდა ქვეყანას, სააკაშვილის სახით.
ა
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss