ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სასწრაფოს ექიმები 500 ლარიან დანამატს მიიღებენ
18 აგვისტო, 2021, 11:57
სასწრაფოს ექიმები 500 ლარიან დანამატს მიიღებენ

თბილისი (GBC) - საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმები, რომლებიც განსაკუთრებით რთულ პირობებში მუშაობენ, 500 ლარიან დანამატს მიიღებენ.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან განაცხადა, დანამატს მიიღებენ იმის მიუხედავად, თუ სად, რომელ რეგიონში არიან ისინი დასაქმებულები. "ნამდვილად ძალიან გულთან მისატანია ის სამუშაო, რომელსაც ექიმები ასრულებენ პაციენტებისთვის და ვეცდებით, ვიდგეთ მათ გვერდით,“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრმა ასევე ისაუბრა გართულებული ეპიდვითარების პირობებში მოქალაქეებისა და ბიზნესის სოციალურ პასუხისმგებლობაზე. 

“ვერ ვიტყოდი, რომ მთავრობა ლოიალურია ამ შეზღუდვების პირობებში, ვინაიდან მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროში არსებული სიპპ-ის, შრომის ინსპექციის მხრიდან განხორციელდა არაერთი ზედამხედველობითი და საჯარიმო ღონისძიება. ამ ქმედებებში ჩართულები არიან როგორც სურსათის უვნებლობა, ასევე საპატრულო პოლიცია და ისინი ერთობლივად ახორციელებენ სხვადასხვა მონიტორინგს. დარწმუნებული ვარ, ეს თავის შედეგს გამოიღებს. 

თუმცა, მნიშვნელოვანია, მოქალაქეებისა და ბიზნესის მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება“,- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ. 


 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები