| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დასუბსიდირებულმა 1 ლარმა ბიუჯეტს 5.4 ლარის გადასახადი, ქვეყანას კი 15.7 ლარის ინვესტიცია მოუტანა, ამავდროულად შექმნა 8.7 ლარის მშპ, - ასეთია პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული ნაწილის კომპანია „ბიდიოს“ კვლევის შედეგები.
სააგენტოს მხარდაჭერით შეიქმნა ან გაფართოვდა 494 საწარმო, 152 სასტუმრო და 6 ტურისტული სერვისის მიმწოდებელი ობიექტი. პროექტების ფარგლებში განხორციელდა 1.8 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია და სულ შეიქმნა 24 205 სამუშაო ადგილი.
საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ფარგლებში დაფინანსებულია 242 პროექტი, შეიქმნება 4 418 სამუშაო ადგილს.
2015 წლიდან ახორციელებს მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამასაც, მხარდაჭერილია 6 911 პროექტი, ჯამური ინვესტიციით 79 მლნ ლარი, დაფინანსებულია 10 083 ბენეფიციარი, შეიქმნება 17 489 სამუშაო ადგილი.
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ პანდემიის ვითარებიდან გამომდინარე, ამოქმედდა სხვადასხვა პროგრამა:
მცირე და საოჯახო სასტუმროების თანადაფინანსების მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც 1544-მა კომპანიამ ისარგებლა, თანადაფინანსების სახით გაიცა 45 მილიონ ლარზე მეტი.
თანადაფინანსების მექანიზმი სარესტორნო ინდუსტრიის ხელშეწყობისთვის, რომლის ფარგლებშიც 633-მა კომპანიამ ისარგებლა, თანადაფინანსების სახით გაიცა 9 მილიონ ლარზე მეტი.
თანადაფინანსების მექანიზმი საბავშვო ბაღების და სპორტული ობიექტების ხელშეწყობისთვის, რომლის ფარგლებშიც 76-მა კომპანიამ ისარგებლა, თანადაფინანსების სახით გაიცა 1,2 მილიონი ლარი.
თანადაფინანსების მექანიზმი ღონისძიების ორგანიზატორთა ხელშეწყობისთვის, რომლის ფარგლებშიც 53-მა კომპანიამ ისარგებლა, თანადაფინანსების სახით გაიცა 2,4 მილიონ ლარზე მეტი.
2021 წლის 1 სექტემბრიდან სააგენტოს დაემატება სხვადასხვა პროგრამები, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესზეა ორიენტირებული.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss