ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
BOGG წლის ბოლომდე მაღალ ინფლაციას ელის
მარიამ მინაძე
17 აგვისტო, 2021, 18:24
BOGG წლის ბოლომდე მაღალ ინფლაციას ელის

თბილისი (GBC) -  Bank of Georgia Group PLC-ის განცხადებით, 1H21-ში ქართულმა ეკონომიკამ სწრაფად მოახდინა აღდგენა, რასაც ძირითადად მხარს უჭერდა გაზრდილი მოთხოვნა, საქონლის ძლიერ ექსპორტი, მყარ ფულადი გზავნილები და ტურიზმში მოსალოდნელზე სწრაფ ზრდა.

ინვესტიციები ასევე დადებით გავლენას იქონიებს 2021 წლის ზრდაზე, რაც გაძლიერდება საჯარო ინფრასტრუქტურული ხარჯებით და კერძო სექტორის აქტივობის გაზრდით.

მშპ – ს სავარაუდო ზრდა 1H21 -ში 12.7% შეადგინა, რაც BOGG-ის განცხადებით, ბაზრის მოლოდინს აჭარბებს და რაც ნაწილობრივ 2020 წლის დაბალი ბაზის შედეგად, მაგრამ ასევე გარე შემოსავლების უფრო სწრაფი დაბრუნებით იყო განპირობებული (სავარაუდო ზრდა 1H19-თან შედარებით 5.7% იყო).

მსოფლიო სასაქონლ ფასების ზრდამ, კომუნალური გადასახადების ზრდამ და მოსალოდნელზე სწრაფმა აღდგენამ ფასებზე ზეწოლა განაახლა 2021 წელს, მათ შორის, 2021 წლის ივლისში წლიური ინფლაცია 11.9% -იან ნიშნულზე დაფიქსირდა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) კი გაზრდილი მონეტარული პოლიტიკით უპასუხა, უკვე მესამედ წელს და შედეგად, მპ-მ აგვისტოში 10%-ს მიაღწია.

BOGG წლის ბოლომდე მაღალ ინფლაციას ელის, 2022 - ში კი შემცირებას, დროებითი ფაქტორების გაქრობის შედეგად.

ამავე დროს, BOGG აღნიშნავს, რომ ძლიერი აღდგენის დინამიკა, მჭიდრო მონეტარულ პოლიტიკასთან ერთად, ადგილობრივ ვალუტას ნაწილობრივ თავისი ღირებულების აღდგენაში დაეხმარა აშშ დოლართან მიმართებაში. 2021 წლის მაისიდან ლარი / დოლართან მიმართებით 2Q21-ში 7.4% -ით გამყარდა.

საერთაშორისო რეზერვები 30 ივნისისთვის მაღალი რჩება $3.9 მლრდ-იან ნიშნულზე/

სამომავლო პერსპექტივა BOGG-ისთვის კვლავ მნიშვნელოვან გაურკვევლობაში რჩება, ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლისა და ვირუსის შემთხვევების გათვალისწინებით. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები