| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი
(GBC) – Bank of Georgia Group-ის (BOGG) ბორდმა დღეს დაამტკიცა
ნახევარწლიური ანგარიშის გაცემა.
თითო
ჩვეულებრივ აქციაზე ჯგუფი 1.48 ლარის დივიდენდს გადაიხდის, 30 ივნისის მდგომარეობით,
რომლებიც რეგისტრირებული აქციონერები იქნებიან 2021 წლის 22 ოქტომბრის მდგომარეობით.
გადახდა
5 ნოემბერს განხორციელდება, ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში, 18-22 ოქტომბრის ლარი / ფუნტის საშუალო გაცვლითი კურსის შესაბამისად.
2013-2019
წლების განმავლობაში, ჯგუფს 648 მლნ ლარზე მეტი დივიდენდი აქვს გადახდილი. მათ შორის,
2019 წელს 124 მლნ ლარი, რაც 4.2%-ით იყო გაზრდილი (y.y), ხოლო დივიდენდის გადახდის
კოეფიციენტი 30% იყო.
ამჟამად,
ჯგუფის გეგმაა შეინარჩუნოს დივიდენდის რეგულარული გადახდა 25-40%-იანი თანაფარდობით.
შეგახსენებთ,
ბანკმა საქართველოს ეროვნულ ბანკს ბუფერების პანდემიამდელ მაჩვენებლამდე აღდგენაზე
მიმდინარე წლის მაისში შეატყობინა.
1H21-ის მდგომარეობით, ჯგუფის მიერ
გამოშვებული ჩვეულებრივი აქციების კაპიტალი 47,578,565-ია, რაც თითქმის იგივეა რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში (+0.09%), ხოლო
1Q-ში კი 1.1%-ითაა
შემცირებული.
საანგარიშო
პერიოდში ჯგუფს ხაზინაში 1,590,863
ცალი აქცია აქვს, -2.6% (y.y)
და +53.1% (q.q).
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss