ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ქართულმა სტარტაპმა TTM ლატვიური კომპანიისგან ინვესტიცია მოიზიდა
17 აგვისტო, 2021, 12:22
ქართულმა სტარტაპმა TTM ლატვიური კომპანიისგან ინვესტიცია მოიზიდა

თბილისი (GBC) - ლატვიაში დაფუძნებულმა Baltic Tech Ventures-მა ქართული სტარტაპის - Total Traffic Management-ის (TTM) სააქციო წილი შეიძინა. ლატვიური კომპანია მომავალში TTM-ის  დამატებითი აქციების გამოსყიდვასაც გეგმავს.

TTM-მა შექმნა ავტომობილების სიჩქარის შეზღუდვის ე.წ. ჭკვიანი მოწყობილობა - ISA (Intelligent Speed Assistant), რომელიც GPS მოწყობილობასთან ერთად, ავტომობილის სიჩქარეს რეალურ დროში, გზის მოცემულ მონაკვეთზე არსებული სიჩქარის შეზღუდვის გათვალისწინებით ამცირებს. ISA აჩქარების პედალზე მაგრდება და თავსებადია თითქმის ყველა ტიპის ავტობომილთან, მათ შორის, ჰიბრიდულ და ელექტროავტომობილებთან. 

„Baltic Tech Ventures აღტაცებულია TTM-ში ინვესტირების შესაძლებლობით. ქართული სტარტაპის წარმომადგენლებს თბილისში შევხვდით, აქსელის და თბილისის მერიის ერთობლივად ორგანიზებულ ღონისძიებაზე. ჩვენ ვიზიარებთ TTM-ის ხედვას - „მსოფლიო ავტოსაგზაო შემთხვევების გარეშე“. სრულიად ვართ დარწმუნებული TTM-ის გუნდის შესაძლებლობებში და გვჯერა რომ, ისინი ინოვაციური ტექნოლოგიის საშუალებით, საავტომობილო გადაადგილებას ყველასთვის უსაფრთხოს გახდიან“, - აღნიშნავს ჯინ ზოლოტარევი.

Baltic Tech Ventures-ის წარმომადგენლებს TTM-ის საქმიანობის გაცნობის საშუალება Pitch Day-ის ღონისძიებაზე ჰქონდათ, რომელიც თბილისის მერიისა და „საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელის“ (AXEL) ორგანიზებით გაიმართა.

"ჩვენი პირველი შედეგები შთამბეჭდავია და მეტად პოზიტიური მოლოდინი გვაქვს, ვინაიდან, ინვესტიციის შესახებ მოლაპარაკებები კიდევ რამდენიმე სტარტაპთან მიმდინარეობს“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები