| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საავტომობილო საწვავის შემომტანი ხუთი ყველაზე მსხვილი კომპანიის წილი მთლიან იმპორტში 74%-ია, სხვა 24 იმპორტიორი კომპანიის წილი კი 26.6%, - კონკურენციის ეროვნული სააგენტო 2021 წლის იანვარი-ივნისის შუალედურ მიმოხილვას აქვეყნებს.
მიმოხილვაში ნათქვამია, რომ ბაზარზე კონკურენცია აქტიურია და ფასების ცვლილება გამოწვეულია საბაზრო და საგარეო ფაქტორებით. საქართველოს ბაზარზე არსებული ტენდენციები მსგავსია რეგიონში საწვავის იმპორტიორი ქვეყნების ბაზარზე არსებულ სურათთან.
ქვეყანაში 30 ეკონომიკურმა აგენტმა 669 167 ათასი ლიტრი ბენზინისა და დიზელის იმპორტი შემოიტანა, რაც 3.9%-ით მეტი 2020 წლის იანვარი-ივნისთან შედარებით. იმპორტის ბაზრის კონცენტრაციის მაჩვენებელმა - HHI ინდექსმა შეადგინა 1305 ერთეული, ანუ ბაზარი ზომიერად კონცენტრირებულია.
ყველაზე დიდი მოცულობის საწვავი რუმინეთიდან - 23.77% არის შემოტანილი, მეორე ადგილზეა თურქმენეთი - 23.75% და რუსეთი - 21.1%.
საერთო იმპორტის 46.7% შეადგინა დიზელის ტიპის საწვავმა, 53.3% ბენზინის. ბენზინის ტიპის საწვავიდან, ყველაზე მოთხოვნად სახეობაა რეგულარის მარკის საწვავი, მისი წილი ბენზინის სახეობებში 65.8%-ია, საერთო იმპორტში - 35.1%.
"იანვარ-ივნისი ნედლი ნავთობისა და შესაბამისად პლატსის ფასის ზრდის ტრენდით გამოირჩეოდა. პლატსის ფასმა 2021 წლის 4 იანვრის 452 დოლარიანი მაჩვენებლიდან, 30 ივნისის მდგომარეობით 56%-ით გაიზარდა და 705 USD შეადგინა. "ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტა ამერიკულ დოლართან მიმართებით 3.6%-ით - 12 პუნქტით გამყარდა, ხოლო 5 მსხვილი კომპანიის რეგულარის მარკის საწვავის საშუალო საცალო სარეალიზაციო ფასის ცვლილება დაფიქსირდა 68 თეთრის ოდენობით - 30%", - ნათქვამია ანგარიშში.
2020 წლის მონაცემებით, საცალო ბაზარზე, ხუთი მსხვილი ეკონომიკური აგენტის ჯამური წილი შეადგენდა 56.5%-ს, ხოლო სხვა კომპანიების ჯამური წილი 43.5%-ის ფარგლებში იყო. ბაზარზე შეინიშნება ახალი ეკონომიკური აგენტებისა და ზოგადად მცირე ქსელების სეგმენტის გააქტიურება. შედარებისთვის, ხსენებული სეგმენტის საერთო წილი 2018 წლის მონაცემებით შეადგენდა 39.6%-ს, 2019 წელს - 39.9 %, ხოლო 2020 წელს 43.5%-ს.
2015 წლის დასაწყისში საცალო ბაზარზე ფუნქციონირებდა, დაახლოებით, 960 ავტოგასამართი სადგური, 2019 წელს - 1210, ხოლო 2020 წელს მათი რიცხვი 1216-ს შეადგენდა. 2020 წელს, შესაბამისი ბაზრის საცალო დონეზე, ბაზრის კონცენტრაციის მაჩვენებელმა - ჰერფინდალ ჰირშმანის ინდექსმა 746 ერთეული შეადგინა, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss