ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
მდგრადი მომწოდებლების გავლენა გარემოსა და სოციალურ საკითხებზე
17 აგვისტო, 2021, 10:09
მდგრადი მომწოდებლების გავლენა გარემოსა და სოციალურ საკითხებზე

თბილისი (GBC) - გარემოსა და სოციუმზე დადებითი ეფექტის მოხდენა კომპანიას მრავალი გზით შეუძლია. გარდა პირდაპირი ზემოქმედებისა, რაც ბიზნეს მოდელს და საქმიანობას უკავშირდება, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ კომპანიასთან დაკავშირებულ მესამე მხარეეებს, მომწოდებლებსა და კლიენტებს.

მდგრადი მიზნების მისაღწევად, პროკრედიტ ჯგუფს უკვე მრავალი წელია განსაზღვრული მიდგომა აქვს კლიენტებთან მიმართებაში. ჯგუფი მკაცრად განსაზღვრული კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს და თანამშრომლობს მხოლოდ იმ მცირე და საშუალო ბიზნესებთან, რომელთა საქმიანობაც ზიანის მომტანი არ არის და რომლებიც ცდილობენ საკუთარი საქმიანობით დადებითი ეფექტი მოახდინონ გარემოზე. აღნიშნული მიდგომა ჯგუფის პასუხიმგებლიანი საქმიანობის მნიშვნელოვან შემადგენელ კომპონენტს წარმოადგენს.

მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ჯგუფმა ცოტა ხნის წინ დასახა მდგრად მომწოდებლებს უკავშირდება.  ყველა პროკრედიტ ბანკმა მოახდინა  საქონლისა და მომსახურების არსებული  მომწოდებლების მდგრადობის შეფასება,  გაანალიზება და განსაზღვრა  მდგრადი მომწოდებლების შერჩევის კრიტერიუმები.

თუ როგორ ახდენს ჯგუფი მომწოდებლების შეფასებასა  და შერჩევას და ზოგადად, რა როლი აქვს მიწოდების მდგრად ჯაჭვს პროკრედიტ ბანკებისთვის, სპეციალურ საინფორმაციო ბროშურაში გაეცნობით.

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები