ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
GCAP-ის სკოლები 6 მლნ-იან მოგებაზე გავიდნენ
მარიამ მინაძე
16 აგვისტო, 2021, 20:02
GCAP-ის სკოლები 6 მლნ-იან მოგებაზე გავიდნენ

თბილისი (GBC) – Georgia Capital-ის (GCAP) საგანმანათლებლო ბიზნესმა, რომელიც ამჟამად აერთიანებს მაჟორიტარულ წილს ოთხ წამყვან კერძო სკოლაში, რომლებიც 2H19 წელს  შეიძინა,  2Q21-ში შემოსავლების და EBITDA-ს 41%-იანი და 74%-იანი ზრდა აჩვენა, შესაბამისად.

ეს მაჩვენებლები კი, ასახავს სწავლის საშუალო შემოსავლის 18.4% -იან ზრდას (1H21-ში / y.y) თითო მოსწავლეზე და შესაძლებლობების უფრო მაღალ გამოყენებას, კვარტალში დისტანციური სწავლების ნაკლები დღით. 

უფრო ზუსტად, საგანმანათლებლო ბიზნესის შემოსავალი და EBITDA გაიზარდა (y.y) 40.6% -ით და 73.8% -ით 2Q21 წელს (16.4% -ით და 26% -ით 1H21 - ში / y.y), შესაბამისად, რაც თითო მოსწავლიდან გადასახადის ზრდას, ხელსაყრელ აკადემიურ კალენდარს და ნაკლები დისტანციური სწავლების დღეს ასახავს.

მათ შორისაა, წამყვანი სკოლები პრემიუმ სეგმენტში - ბრიტანულ-ქართული აკადემია და თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა (აქციების 70%), საშუალო დონის სეგმენტში კარგად პოზიციონირებული ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა (80%-იანი წილი) და მწვანე სკოლა (80% -90% -იანი საკუთრება), რომელიც წამყვანი მოთამაშეა ხელმისაწვდომი განათლების სეგმენტში.

მოსწავლეთა საერთო რიცხვი გაიზარდა 1.6% -ით 2,564 მოსწავლემდე 30 ივნისის მდგომარეობით (y.y).

ამავე დროს, 1H21-ში 8 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა ხელმისაწვდომ და საშუალო დონის სეგმენტებში გაფართოვების პროექტებისთვის.

2Q21-სთვის GCAP-ის პორტფელის ღურებულება  3.25 მლრდ ლარს შეადგენდა, მათ შორის 10.6%-იანი ზრდა მოხდა კერძო პორტფელის ბიზნესის ღირებულებაში.

30 ივნისისთვის, GCAP-ის კერძო პორტფელი ღირებულების 325.6 მლნ ლარის ზრდას ასახავს, რაც რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული - 331.9 მლნ ლარის ღირებულების შექმნა; ინვესტიციები 2.4 მლნ ლარის ოდენობით, ძირითადად განათლებასა და განახლებადი ენერგიის სფეროში და 9.7 მლნ ლარის შემცირებას GCAP-ისთვის გადახდილი დივიდენდების გამო.

საქართველოში COVID-19– ის გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური გარემოს გათვალისწინებით, სწავლა განახლდა კამპუსში 2021 წლის თებერვლის შუა რიცხვებიდან სასწავლო წლის ბოლომდე, რაც იმას ნიშნავს, რომ დისტანციური სწავლების პერიოდი 1H20– ის 3.5 თვიდან 1.5 თვემდე  შემცირდა 1H21– ში.

დისტანციური სწავლების პერიოდში სკოლებმა შესთავაზეს 15-25% -იანი ფასდაკლება სწავლის საფასურზე და გადასახადების გადატანა ტრანსპორტირების/კვების მომსახურებისთვის.

დისტანციური სწავლების გავლენის შესამცირებლად აკადემიურ და სოციალურ ცხოვრებაზე, სკოლებმა შეცვალეს აკადემიური კალენდარი აკადემიური დღეების გადატანით 1Q21– დან 2Q21– მდე, რაც ემთხვევა კამპუსში სწავლის განახლებას. შესაბამისად, 9.5%-ით გაიზარდა აკადემიური დღეების რაოდენობა 2Q21- ში.

აქედან გამომდინარე, 2Q21– ის განმავლობაში სკოლებმა მიიღეს სრული (არაფასდაკლებული) შემოსავლები, რადგანაც აკადემიური პროცესი ტარდებოდა კამპუსში, ხოლო 2Q20– ში  დისტანციური სწავლების გათვალისწინებით, მიღებული შემოსავლები ფასდაკლებებს მოიცავდა.

სწავლის საფასური იზრდება ხელშეკრულების განახლების გზით, არსებული სტუდენტებისათვის საფეხურის პროგრესირების შესაბამისად, ხოლო ახალი ჩარიცხვებისათვის გამოცხადებული მიღების საფასური ასევე ექვემდებარება ზრდას, ჩვეულებრივ ყოველ 1-3 წელიწადში ერთხელ, სეგმენტის მიხედვით.

კომბინირებული სასკოლო შესაძლებლობების დატვირთვის მაჩვენებლები დიდწილად გასული წლის დონეზე დარჩა (+1.4 პ.პ) 91.2% -მდე. აქედან,  90.3% და 316 მოსწავლე BIST- ში (89.7% და 314 მოსწავლე 1H20-ში) ; BGA– ში 95.8% –იანი დატვირთვა და 431 მოსწავლე (99.3% / 447 მოსწავლე 1H20-ში); Buckswood– ში 89.7% და 682 (90.1% და 685 მოსწავლე 1H20-ში); მწვანე სკოლაში 90.8% -მდე და 1,135 მოსწავლე (86.2% და 1,078 მოსწავლე 1H20-ში).

საერთო ჯამში, ბიზნესმა 5.8 მლნ ლარის წმინდა შემოსავალი დაწერა 1H21– ში, (1H20– ში 2.1 მლნ ლარი). აქედან კი 4.4 მლნ ლარი წმინდა შემოსავალი 2Q21-ში 51.6% –იანი ზრდით (y.y), რაც ასახავს უცხოური ვალუტის გაცვლითი კურსის მიღწევებს 1H21– ში, უცხოურ ვალუტაში ზარალებთან შედარებით 1H20– ში.

პირველ კვარტალში სკოლებმა ასევე 2020-2021 აკადემიური წლის გადავადებული გადასახადების შეგროვებაც მოახერხეს 1Q-ში. სწავლის საფასურის მიღება 30 ივნისისთვის 95.3% იყო (97.3%  1H20-ში).

1H21-ში 11.8 მლნ ლარის ფულადი გადინება მოხდა საინვესტიციო საქმიანობიდან, რაც ასახავს ინვესტიციებს Buckswood– ის კამპუსის 240 მოსწავლით გაზრდა/გაფართოვებას (1 მლნ) და მწვანე სკოლის ახალი სკოლის კამპუსისთვის მიწისა და შენობის შეძენას.

საბოლოო ჯამში, 1H21-ში GCAP-მა საგანმანათლებლო ბიზნესიდან 5.8 მლნ ლარის წმინდა მოგების მიღება შეძლო, რაც y.y 176.6%-ითაა გაზრდილი.  
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები