| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - მთავრობას პენსიების, სახელმწიფო კომპენსაციისა და სოციალური დახმარებებისთვის კარგი საბანკო პირობების შერჩევა სურს, - დეტალებზე მსჯელობა საბანკო მომსახურების პირობების განსაზღვრის უწყებათაშორის კომისიამ დაიწყო.
საკითხის შესწავლის შემდეგ კომისიამ უნდა შეიმუშაოს საკონკურსო პირობები საბანკო მომსახურებისთვის სახელმწიფო გასაცემლებით უზრუნველსაყოფად.
შეხვედრაზე, რომელსაც ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი ხელმძღვანელობდა, ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო პენსიის, კომპენსაციის, სოციალური პაკეტების, საარსებო თუ სხვა სახის შემწეობების დარიგების მიზნით საბანკო მომსახურების პირობების განსაზღვრაზე. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, როგორც პენსიები, ისე სხვა სახელმწიფო კომპენსაციები და სოციალური დახმარებები მაქსიმალურად კარგი პირობებით გაიცეს.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებმა, ჩართულია ეროვნული ბანკიც.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, უწყებათაშორისი კომისია ინტენსიურ რეჟიმში იმუშავებს და რეგულარულად შეიკრიბება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss