ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
თიბისი კაპიტალი წელს ეკონომიკის 10.5%-იან ზრდას ელის
16 აგვისტო, 2021, 15:08
თიბისი კაპიტალი წელს ეკონომიკის 10.5%-იან ზრდას ელის

თბილისი (GBC) - თიბისი კაპიტალი ეკონომიკის აღდგენის მაღალ ტემპზე აცხადებს.

საინვესტიციო კომპანიამ მაკროეკონომიკური თემატური პუბლიკაცია „ეკონომიკის გადატვირთვის დამატებითი სტიმულები“ გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ 2021 წელს, 2020 წლის ვარდნის შემდეგ, ეკონომიკის აღდგენა მოსალოდნელი იყო, თუმცა ზრდის ტემპმა ყველაზე ოპტიმისტურ პროგნოზსაც კი გადააჭარბა. 

თიბისი ბოლო პერიოდში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების მიუხედავად, 2021 წელს დაახლოებით 10.5%-იან ზრდას ელის.

"ექსპორტის, გზავნილების, ფისკალური სტიმულის, საბანკო დაკრედიტებისა და ტურიზმის ნაწილობრივ აღდგენასთან ერთად, 2020 წელს დაგროვილი ვალუტის მიმდინარე წელს გახარჯვა ეკონომიკის სწრაფ ზრდაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია ვალუტის დეპოზიტებზე რეკორდულად დაბალი საპროცენტო განაკვეთები, რაც დანაზოგების სამომხმარებლო და საინვესტიციო მიზნით გამოყენებას დამატებით აძლიერებს", - ნათქვამია კვლევაში.

იქვე მითითებულია, რომ ლარის ბოლოდროინდელი გამყარება, სხვა ფაქტორებთან ერთად, სამომხმარებლო და ბიზნესგანწყობებს აუმჯობესებს და ეკონომიკის აღდგენას დამატებით სტიმულს სძენს.  




მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები