ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ავღანეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სპეცთვითმფრინავი ჩამოიყვანს
16 აგვისტო, 2021, 14:47
ავღანეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სპეცთვითმფრინავი ჩამოიყვანს

თბილისი (GBC) - ავღანეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გამოსაყვანად, სპეციალური თვითმფრინავი გაიგზავნება.

გადაწყვეტილების შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში უსაფრთხოდ დასაბრუნებლად საგარეო საქმეთა სამინისტრო და შესაბამისი უწყებები განაგრძობენ აქტიურ მუშაობას საერთაშორისო პარტნიორებთან.

როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა განაცხადა, მიმდინარეობს ნებართვებთან დაკავშირებული სამუშაოები, ჩვენი თვითმფრინავი ჩაფრინდება ქაბულში და უზრუნველყოფს მათ წამოყვანას უკვე ჩვენი ბორტით. ესენი არიან კერძო კონტრაქტორები დასაქმებულები არიან კერძო კომპანიაში. ესენი ყოფილი სამხედროები არიან და მუშაობენ კერძო კონტრაქტით. 17 კაცი დასაქმებულია კანადურ კომპანიაში, 6 - ამერიკულ კომპანიაში", - განაცხადა ხვთისიაშვილმა.



მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები