ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი 50%-ით აღდგა
13 აგვისტო, 2021, 14:48
ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი 50%-ით აღდგა

თბილისი (GBC) - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, საჰაერო მიმოსვლა ზრდის დადებით ტრენდს აჩვენებს.

2021 წლის ივლისში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 42332 მგზავრს მოემსახურა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან (2019 წლის ივლისი - 84 728 მგზავრი) შედარებით, აეროპორტში მგზავრთნაკადის 50% აღდგა. დადებითია ავიარეისების აღდგენის დინამიკაც 70%-მდე: 2021 ივლისი - 186 რეისი, 2019 ივლისი - 267 რეისი.

ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 3 ავიაკომპანია 11 ქვეყნის 19 მიმართულებით ოპერირებს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძეს, ახალი მიმართულებებისა და ავიაკომპანიების შემოსვლის მზარდი მაჩვენებლის ფონზე, ქუთაისის აეროპორტში აგვისტოში კიდევ უფრო დადებითი მოლოდინი აქვს.

აგვისტოში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით 112 რეგულარული რეისი, აზიის მიმართულებით კი 54 რეგულარული რეისი შესრულდება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები