ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
TBC 83 მლნ-ის დივიდენდს 17 სექტემბერს გადაიხდის
მარიამ მინაძე
12 აგვისტო, 2021, 18:16
TBC 83 მლნ-ის დივიდენდს 17 სექტემბერს გადაიხდის

თბილისი (GBC) - TBC Bank Group PLC-ის (TBC PLC) დირექტორთა საბჭომ გამოაცხადა შუალედური დივიდენდი - 1.5 ლარის ოდენობით TBC PLC-ის თითო აქციაზე.

შუალედური დივიდენდი გადაიხდება ფუნტ სტერლინგში TBC PLC– ის ჩვეულებრივი აქციონერებისათვის, რომლებიც 2021 წლის 20 აგვისტოს რეგისტრირებულ წევრთა ჩანაწერში ფიქსირდება.

ხოლო გადახდის თარიღად კი 17 სექტემბერი.

შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2021 წლის 3 სექტემბრისთვის დადგენილი ოფიციალური ქართული ლარი/ ფუნტი სტერლინგი გაცვლითი კურსი იქნება გამოყენებული როგორც სავალუტო კურსი ვალუტის კონვერტაციის თარიღისთვის.

შუალედური დივიდენდის გამოცხადება ბორდის 2021 წლის 16 ივლისის განცხადების საფუძველზე მოხდა, რომლის მიხედვითაც TBC PLC დივიდენდის პოლიტიკა ნახევარწლიურზე გადავიდა, მაკროეკონომიკური პერსპექტივის გაუმჯობესებისა და TBC PLC– ის ძლიერი მომგებიანობისა და კაპიტალის გამომუშავების ფონზე.

2021 წლის 26 აპრილის მდგომარეობით, კომპანიის გამოშვებული ჩვეულებრივი სააქციო კაპიტალი შეადგენდა 55,155,896 ჩვეულებრივ აქციას, თითოეული ნომინალური ღირებულებით £0.01. შესაბამისად, TBC აქციონერებს 82,733,844 ლარის დივიდენდს გადაიხდის (შესაბამისი კურსით). 

TBC PLC-ის აქციის ფასი დღეს £13-ის ფარგლებშია.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები