ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
GCAP კაპიტალს ამცირებს
მარიამ მინაძე
11 აგვისტო, 2021, 17:55
GCAP კაპიტალს ამცირებს

თბილისი (GBC) – Georgia Capital-ის (GCAP) ბორდმა დაამტკიცა $10 მლნ-ის ოდენობის აქციების გამოსყიდვისა და გაუქმების პროგრამა, თორმეტი თვის განმავლობაში, რომელიც დაუყოვნებლივ ამოქმედდა.

აქციების შეძენა მოხდება ღია ბაზარზე და აქციების მაქსიმალური რაოდენობა, რომლის გამოსყიდვაც შესაძლებელია 7,180,777 - ია, რაც აქციების ის რაოდენობაა, რომელზეც კომპანია უფლებამოსილია შეისყიდოს აქციონერების მიერ 2021 წლის ყოველწლიურ საერთო კრებაზე მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად.

პროგრამა წარიმართება გარკვეული წინასწარ განსაზღვრული პარამეტრების შესაბამისად და AGM-ზე გაცემული აქციების შესყიდვის ზოგადი უფლებამოსილების შესაბამისად.

გამოსყიდვის მიზანია კომპანიის საწესდებო კაპიტალის შემცირება და, შესაბამისად, შესყიდული აქციები გაუქმდება.

GCAP-ის თავჯდომარის და CEO-ს, ირაკლი გილაურის განცხადებით, პროგრამა მათი კაპიტალის ალოკაციის ჩარჩოს შესაბამისია.

მისივე განცხადებით, GCAP-ის ლიკვიდურობის დონე კვლავაც ძლიერია, რაც ხელს უწყობს დივიდენდების შემოსავლების პერსპექტივას მათი კერძო პორტფელის კომპანიებიდან და ასევე საქართველოს ბანკიდან, რომელმაც ივლისში აცნობა ბაზარს, რომ აღარ არსებობს მარეგულირებელი შეზღუდვები ბანკისთვის კაპიტალის განაწილების განხორციელებაზე.

იმავდროულად, მათი პორტფელის ღირებულების ძლიერმა ზრდამ გამოიწვია სესხის ღირებულებასთან (LTV) თანაფარდობის დაქვეითება მიზნობრივ ზღვარზე 30%-ზე და 2021 წლის 30 ივნისისთვის 27% -მდე შემცირება.

ამავდროულად, გილაურის განცხადებით, სანამ GCAP-ის აქციის ფასი განაგრძობს გაჯანსაღებას, ფასდაკლება მათი აქტივების წმინდა ღირებულების (NAV) ერთ აქციაზე რჩება მაღალი 50%, რაც ხსნის შესაძლებლობას შექმნას უფრო მნიშვნელოვანი ღირებულება წილის შესყიდვების გზით, ახალ ინვესტიციებთან შედარებით.

გამოსყისდვის პროგრამით პირველი ტრანზაქცია უკვე შედგა. GCAP-მა Numis Securities Limited-ის მეშვეობით, თავისი 50,000 ცალი ჩვეულებრივი აქცია გამოისყიდა. თითოეული მათგანი კომპანიამ £6.3-ად გამოისყიდა (ჯამური ფასი £315,000).

ახლა კი უკვე განაცხადი გაკეთდება შესყიდული აქციების გაუქმების მიზნით. რის შემდეგაც, ხმის უფლების მქონე ჩვეულებრივი აქციების საერთო რაოდენობა 47,853,785 იქნება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები