ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
აკრძალვის მიუხედავად, Rokva-ს ფესტივალი მაინც ჩატარდება
მარიამ მინაძე
10 აგვისტო, 2021, 23:43
აკრძალვის მიუხედავად, Rokva-ს ფესტივალი მაინც ჩატარდება

თბილისი (GBC) - შოვში ფესტივალი - Rokva 2021 - back to Magic Mountain Shovi გუშინ გამკაცრებული კოვიდრეგულაციების მიუხედავად, მაინც ჩატარდება. 

რეგულაციებით, მთავრობამ მკაცრი კონტროლის და აღსრულების მექანიზმები აამოქმედა ღამის კლუბების და მასშტაბური გასართობი ღონისძიებების გამართვისთვის (დაშვება მხოლოდ “კულტურულ ღონისძიებებს” ეხება).

აღსრულების ნაწილში, პირველ შემთხვევაში, მოხდება ორგანიზატორის დაჯარიმება 10,000 ლარით, ხოლო განმეორებით შემთხვევაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და ობიექტის დახურვა მოხდება. განმეორებითი შემთხვევა, ერთი და იგივე კომპანიას და ლოკაციას გულისხმობს. 

აღსრულების მექანიზმების ამოქმედების დაანონების  შემდეგ, Rokva-მ სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს  ინფორმაციას მიაწოდა როკვაზე მოქმედი კოვიდ-რეგულაციების შესახებ, რომელითაც ორგანიზატორები  ივენთზე უსაფრთხოების უზრუნველყოფას გეგმავენ.  

ღონისძიებაზე მოსახვედრად აუცილებელია ტესტის ნეგატიური პასუხი. 

ადგილზე სწრაფ ტესტირებას უზრუნველყოფს რენტოლაბი 

ტესტის გაკეთება შესაძლებელია  როგორც კარზე, ისე ავტობუსების გამშვებ პუნქტებთან.  შესაძლებელია ტესტის წინასწარ დაჯავშნაც. 

ასევე, ვალიდურია ნებისმიერ აკრედიტირებულ ლაბორატორიაში აღებული ტესტის ნეგატიური პასუხი: PCR ტესტი, რომელიც ჩატარებულია ღონისძიების კარზე გამოცხადებამდე 72 საათის განმავლობაში და სწრაფი ტესტი, რომელიც ჩატარებულია 24 საათის განმავლობაში. 

მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის შესრულების მიზნით, ეს წესები გავრცელდება ვაქცინირებულ და კოვიდგადატანილ სტუმრებზეც.      

ორგანიზატორების განცხადებით, როკვას ტერიტორიის მასშტაბები და სტუმრების შეზღუდული რაოდენობა საშუალებას მისცემთ მათ დაიცვან  სოციალური დისტანცია.

ლოკაციაზე დაახლოებით 20,000 სტუმრის დატევაა შესაძლებელი, თუმცა ეს რიცხვი სავარაუდოდ, სოციალური დისტანციის დაცვის მიზნით, 4-5 ჯერ შემცირდება. 

14-15 აგვისტო, 2 სცენა, 15 ქართული და საერთაშორისო პროექტი, 50-მდე არტისტი - ასეთია Rokva-ს განრიგი, თუმცა დღესვე, ლაინაფში ცვლილებების შეტანა მოუწიათ, რადგან Kreddy K ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, საქართველოში ვეღარ ჩამოდის. ის Function-მა, DJ დეივ სამნერმა ჩაანაცვლა და  14-ში დაუკრავს. 

Rokva-ს ივენთზე კარი 16:00 იხსნება, 14 აგვისტოს მსმენელის წინაშე წარსდგებიან LEBANON HANOVER, EREKLE DEISADZE, BACHO JICKIDZE, LEXO RATIANI, YANAMASTE, ZITTO B2B NEWA. ხოლო 15-ში DAKHABRAKHA, SALIO, ჯგუფი ყველა, TAMADA, 4D MONSTER LOBSTERS, ZESKNEL (LIVE), NDRX, ETAPP KYLE , KANCHELI B2B VULKANSKI. 

ტერიტორიაზე იფუნქიონირებს  ბარები, საკვები ობიექტები, საკარვე ზონა. 

Rokva-ს პირველი კალათის ბილეთები, 2 დღიანი Pass 90 ლარად ამოწურულია. გუშინ ამოიწურა მეორე კალათის ბილეგებიც, 2 დღიანი Pass 120 ლარად და თითო დღე 70-ად. დარჩენილია მესამე კალათის ბილეთები, აბონიმენტი 150 ლარად და დღიური 90-ად. 

ფესტივალზე ასაკობრივი შეზღუდვა +10 - ია (16 წლამდე სრულწლოვანთან ერთად). 

ივენთზე ამ დროისთვის 2,200-ზე მეტი წასვლის მსურველი და 6,000 - მდე დაინტერესებული პირია დაფიქსირებული. 

ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით, იცენთი დღეს Ciskari Garden-მა გააუქმა, სადაც ბენ ქლოქი უნდა ჩამოსულიყო. Receptor Food Festival-ი მუსიკალურად მზესუმზირას უნდა გაეფორმებინა, 9-15 აგვისტოს განრიგიც დაანონსებული იყო, თუმცა დღევანდელი და შემდგომი ლაინაფი გაუქმდა. ფესტივალი უმუსიკოდ ჩატარდება, თუმცა ორგანიზატორები დამაიმედებელ პასუხებს ელიან. 


იხილეთ მეტი:

http://gbc.ge/index.php?m=home&newsid=120369


http://gbc.ge/index.php?m=home&newsid=120390


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები