ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
Ciskari Garden-მა ბენ ქლოქის ივენთი გააუქმა
მარიამ მინაძე
10 აგვისტო, 2021, 19:25
Ciskari Garden-მა ბენ ქლოქის ივენთი გააუქმა

თბილისი (GBC) - კუს ტბაზე მდებარე Ciskari Garden-მა 13 აგვისტოს, პარასკევს ჩანიშნული ინვეთი გააუქმა.

13 აგვისტოს, Ciskari Garden-ის მუსიკალური პლატფორმა Berghain / Panorama Bar-ის რეზიდენტ, Ostgut Ton-ის ოჯახის წევრ, ლეიბლის Klockworks და აუდიო ვიზუალური პროექტ Photon-ის დამაარსებელ გერმანელ არტისტს Ben Klock-ს მასპინძლობდა. მასთან ერთად თბილისის ტექნო სცენის გავლენიანი და წარმატებული არტისტები NDRX და Newa უკრავდნენ.

სივრცის ტევადობიდან გამომდინარე ბილეთები შეზღუდული რაოდენობით იყიდებოდა tkt.ge-ზე. ასევე მოქმედებდა ასაკობრივი შეზღუდვა +18.

I კალათის ბილეთების ღირებულება 40 ლარი, II კალათა - 50 ლარი, ხოლო III კალათა - 60 ლარი იყო.

"სამწუხაროდ, ქვეყანაში არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, იძულებულები ვართ 13 აგვისტოს დაგეგმილი წვეულება გავაუქმოთ. ჩვენთვის, როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე გუნდისთვის, ადამიანების სიცოცხლე და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საკითხი უმთავრესია. მოგმართავთ თხოვნით, იმისთვის, რომ ერთიანი ძალისხმევით შევძლოთ პანდემიის დამარცხება და საყვარელ სივრცეებში დროული დაბრუნება, ყველანი აქტიურად ჩავერთოთ ვაქცინაციის პროცესში. შეძენილი ბილეთები ავტომატურად დაგიბრუნდებათ tkt.ge-სგან", - აღნიშნულია Ciskari-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გასართობი ღონისძიებები, მათ შორის ღამის კლუბებში, როგორც ღია ისე დახურულ სივრცეებში, ივენთების მოწყობა იკრძალება და ფუნქციონირებაც შესაბამისად, ეკრძალებათ.

მათ აქამდეც ეკრძალებოდათ ფუნქციონირება, თუმცა, სახელმწიფო ლმობიერი იყო. შრომის ინსპექციის სამსახურის ცნობით, ხდებოდა ინფორმირება და მოქალაქეობრივი და სახელმწიფოებირივი პასუხისმგებლობის საკითხებზე მუშაობა.

ინსპექციის ცნობით, ახლა ისინი აღსრულებაზე გადავიდნენ. ივენთის ჩატარება ღია ან დახურულ სივრცეში ორგანიზატორის 10,000 ლარით დააჯარიმებას გამოიწვევს, ხოლო განმეორებით შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ირთვება და ობიექტი დაიხურება.

იხილეთ მეტი:  http://gbc.ge/index.php?m=home&newsid=120369

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები