| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი
(GBC) – Georgia Capital-ი (GCAP) თავისი
კერძო პორტფელის კომპანიებიდან, დივიდენდების სახით, სოლიდურ შემოსავლებს პროგნოზირებს.
კერძოდ,
2021-ში GCAP-ი 60-70 მლნ ლარის დივიდენდებს
ელის.
რაც
შეეხება განვლილ პერიოდს, საინვესტიციო კომპანიამ 1Q21-სა და 2Q21-ში დივიდენდები უკვე მიიღო სადაზღვევო და განახლებადი
ენერგიის ბიზნესებიდან, ჯამში (1H21) 14.43 მლნ ლარის ოდენობით.
მათ
შორის, 2Q21-ში
ქონების დაზღვევიდან და უბედური შემთხვევის დაზღვევის ბიზნესიდან (P&C
Insurance), რომლის 100%-იც ალდაგზე მოდის, 5 მლნ ლარის
დივიდენდი მიიღო.
ხოლო,
განახლებადი ენერგიის ბიზნესებიდან, რომელიც მესტიჭალაჰესისგან, ჰიდროლეას ჰიდროელექტროსადგურისგან
და ქართლის ქარის ელექტროსადგურისგან შედგება, 1Q21-ში 4.7 მლნ ლარის, 2Q21-ში კი 4.8 მლნ ლარის დივიდენდი მიიღო
(1H21 - ში 9.5 მლნ ₾).
1H20-თან
შედარებით, 1H21-ში
GCAP-ის მიღებული
დივიდენდების მოცულობა 2.9-ჯერაა გაზრდილი.
2021
წლის 30 ივნისის მდგომარეობით, GCAP-ის ლიკვიდური სახსრების მოცულობა $140 მლნ-ია. მ.შ. ქეში - $60 მლნ, გაცემული
სესხები $50 მლნ , ხოლო გასაყიდი ფასიანი ქაღალდები - $30 მლნ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss