ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
კონკურენციის სააგენტომ მონდელიზს ჩიპიტასთან გაერთიანების ნება დართო
10 აგვისტო, 2021, 12:56
კონკურენციის სააგენტომ მონდელიზს ჩიპიტასთან გაერთიანების ნება დართო

თბილისი (GBC) - კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ 2 კომპანიის კონცენტრაციაზე ნებართვა გასცა. ერთიანდებიან „მონდელიზ ნიდერლანდ სერვისის ბი. ვის"(Mondelez Nederland Services B.V.) და „ჩიპიტა ინდასთრიალ ქომერშიალ ქომფანის SA." (Chipita Industrial and Commercial Company S.A.) საქართველოს წარმომადგენლობები.

წასახემსებელი პროდუქტების ბაზარზე ოპერირებადი კომპანიების კონცენტრაციის შემდეგ HHI  (ბაზრის კონცენტრაციის ინდექსი) 383.25 -დან 416.4 ერთეულამდე გაიზრდება, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია.

წასახემსებელი პროდუქცია მოიცავს ორცხობილას, შოკოლადს, საღეჭ რეზინს, ტკბილეულობას, ყველს, ფხვნილიან სასმელებს, ბრენდირებული შესაფუთი კრუასანებს და სხვა, ძირითადად, გამოცხობილ პურზე დამზადებულ პროდუქციას.

სააგენტოს ცნობით, ამ პროდუქციის იმპორტი 2020 წელს 132 103 805 ლარს შეადგენდა, ადგილობრივი წარმოების მოცულობა - 83 469 363 ლარს, ექსპორტი - 582 847 ლარს. ბაზრის მთლიანი მოცულობა 214 990 321 ლარია. 

მიღებული და დამუშავებული მასალების საფუძველზე სააგენტომ დაადგინა, რომ კომპანიებს შორის დაგეგმილი კონცენტრაცია, „კონკურენციის შესახებ" კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, არსებითად არ ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას.

შეგახსენებთ, რომ განახლებული კანონმდებლობის თანახმად, სააგენტოსთვის წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია - თუ მისი მონაწილე პირების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, აღემატება 20 მილიონ ლარს და მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის აღემატება 5 მილიონ ლარს. კონცენტრაციის შეფასების საფასური განსაზღვრულია 5000 ლარით. სავალდებულო კონცენტრაციის შეუტყობინებლობა იწვევს კომპანიების დაჯარიმებას ბრუნვის 5%-მდე ოდენობით.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები