| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკი ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად სახელმწიფო საგრანტო პროგრამაში მონაწილეობისთვის საჭირო თანადაფინანსების მიღებას სთავაზობს. გრანტზე განაცხადის გაკეთება შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს შეუძლია.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გრანტის სახით 70 000 ლარამდე თანხის მიღებაა შესაძლებელი. დარჩენილი თანამონაწილეობის თანხისთვის კი ფერმერისთის ხელმისაწვდომია შეღავათიანი აგროკრედიტი. სუბსიდიის მაქსიმალური ვადა 48 თვემდეა. საგრანტო პროექტებასა და დაფინანსების შესაძლებლობაზე მეტი ინფორმაციის მირება შესაძლებელია ბმულზე გადასვლით: https://bit.ly/2XdipAO
„ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ, ხელი შევუწყოთაგრომიმართულების განვითარებას, წავახალისოთ სექტორში დასაქმებული მეწარმეები. ამას კი ვახორციელებთ მათ საჭიროებებსა დაინტერესებზე მორგებული პროდუქტებისა თუსერვისების შეთავაზებით. ამჯერად იმ ფერმერებს,რომლებიც საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენას საჭიროებენ, თანადაფინანსების სქემას ვთავაზობთ. ეს გულისხმობს მათთვის შესაძლებლობის მიცემას, მიიღონ მონაწილეობა სახელმწიფო საგრანტო პროგრამაში და მოიპოვონ საჭირო დაფინანსება. მიღებული თანხით კი შეიძინონ ნებისმიერი ტექნიკა, იქნება ეს ტრაქტორი, გუთანი, თუ სხვა. ვფიქრობთ, ეს შეთავაზება მათ დაეხმარება, კიდევ უფრო გააძლიერონ არსებული ბიზნესი, შექმნან ახალი სამუშაო ადგილები და საკუთარი წვლილი შეიტანონ როგორც რეგიონის, ასევე ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებაში“,- განცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss