| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ავიაკომპანია Silk Way West Airlines ჩიკაგო - თბილისი - ბაქოს მიმართულებით სატვირთო რეისების შესრულებას იწყებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, „პირველი - მნიშვნელოვანია, რომ აშშ-დან თუნდაც სატვირთო ფრენები საქართველოში შესრულდება. მეორე - ეს ძალიან პოზიტიური ფაქტია ჩვენი ეკონომიკისთვის, რადგან სატვირთო გადაზიდვები, მათ შორის, საავიაციო გადაზიდვები იმატებს. 2020 – 2021 წლებში ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან კარგი დინამიკა გვქონდა“, - განაცხადა მინისტრმა.
აღსანიშნავია,
რომ ფრენები აღნიშნულ საჰაერო ხაზზე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის პრაქტიკაში
მიღებული ე.წ. „ჰაერის მეხუთე თავისუფლების“ გამოყენებით შესრულდება, რაც იმას
ნიშნავს, რომ აზერბაიჯანული ავიაკომპანია აშშ-დან წამოღებული ტვირთების ნაწილს ჯერ
თბილისში გადმოზიდავს, ხოლო შემდეგ კი - ბაქოში. შესაბამისად, ავიაგადამზიდველის
თბილისში დაჯდომას კომერციული მიზნები ექნება.
საქართველოს
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში Silk Way West Airlines-ის მიერ წარმოდგენილი
ფრენის განაცხადის შესაბამისად, პირველი რეისი ჩიკაგო - თბილისი - ბაქოს ხაზზე
მიმდინარე წლის 10 აგვისტოს განხორციელდება. ფრენები ამ მიმართულებით
მრავალჯერადად იგეგმება. სააგენტოს მიერ, აზერბაიჯანულ სატვირთო ავიაკომპანიას
აღნიშნული მიმართულებით ოპერირების ნებართვა 6 აგვისტოს მიენიჭა.
აღსანიშნავია,
რომ ავიაკომპანია Silk Way West Airlines-ს აღნიშნული ფრენების შესრულებაზე
ნებართვა მას შემდეგ მიენიჭა, რაც საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის
საავიაციო ხელისუფლებებს შორის „ჰაერის
მეხუთე თავისუფლების“ გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კონსულტაციები
გაიმართა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss