ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ვალუტის ყიდვა-გაყიდვით მხოლოდ ლიბერთიმ იზარალა
9 აგვისტო, 2021, 18:32
ვალუტის ყიდვა-გაყიდვით მხოლოდ ლიბერთიმ იზარალა

თბილისი (GBC) – ვალუტის ყიდვა-გაყიდვიდან (საკონვერსიო ოპერაციები) ბანკებმა ივნისში ყველაზე მეტი შემოსავალი მიიღეს, 60 მლნ ლარის. თუმცა  სავალუტო სახსრების** გადაფასებიდან ივნისის ზარალი 30 მლნ -ია და შესაბამისად, H1/2021 –ის ყველაზე მომგებიანი თვე  აპრილი რჩება - აშშ დოლართან ეროვნული ვალუტის გაუფასურების პერიოდი. აპრილში  ბანკებმა საკონვერსიო ოპერაციებიდან  მიიღეს ₾25 მლნ -ის შემოსავალი + ₾9.6 მილიონი - სავალუტო სახსრების გადაფასებიდან. 

სულ, 6 თვეში კი სექტორს 103 მლნ ლარის შემოსავალი აქვს.

მსხვილაქტივებიან ბანკებში (>1 მლრდ აქტივებით) ყველაზე მსხვილმა, თიბისი ბანკმა საკონვერსიო ოპერაციებიდან  ₾32 მლნ მიიღო + ₾46.4 მლნ, გადაფასებიდან. I კვარტალში (Q1/2021) ₾ 33 მლნ-ით იზარალა და სავალუტო სახსრების გადაფასებიდან  ₾56.6 მლნ-ის მოგება მიიღო. შესაბამისად, სულ, გამოდის 23,6 მლნ-ის მოგება (56.6-33=23.6 მლნ).

საქართველოს  ბანკმა  წლის I ნახევარში (H1/2021) 51.2 მლნ ლარი მიიღო ვაჭრობით, სავალუტო სასხრების გადაფასებიდან კი 11 მლნ -მდე, შესაბამისად 51.2+11= 61.2 მლნ ლარი.

მე-3 სისტემურ, ლიბერთი ბანკს 4.495 მლნ-ის ზარალი აქვ სავალუტო ვაჭრობით და  4.906 მლნ ლარის მოგება სახსრების გადაფასებიდან, შესაბამისად, გამოუვიდა მოგება 411 000= 4.906.000-4.495.000 

ბანკები ვალუტის ყიდვა-გაყიდვიდან მიღებული მოგებაზარალით 

$£€/₾

$£€/₾

   ლარი

მლნ ლარი

თიბისი                              

32 640 777

-33

საქართველოს ბანკი

51 226 790

20.5

ლიბერთი ბანკი

-4 495 132

0.57

ვითიბი ბანკი

6 984 260

2.5

პროკრედიტ ბანკი

4 338  657

ქართუ

1 523  653

1.005

 წყარო: სებ- და ბანკები H1/2021            Q1/2021


 ** „სავალუტო სახსრების გადაფასებიდან მიღებული წმინდა მოგება/ზარალი” გამოითვლება როგორც მიმდინარე თვეში ლარის გაცვლითი კურსის ცვლილების გამო უცხოური ვალუტის აქტივების გადაფასებას, გამოკლებული უცხოური ვალუტის ვალდებულებების გადაფასება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები