| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - 2026 -ისთვის ვალი 45%-მდე შემცირდება, 2030-ისთვის 39%-მდე, - ფინანსთა მინსტრმა მთავრობის 2 სამიზნე მაჩვენებელი წარმოადგინა, მოკლე და გრძელვადიანი პერიოდისთვის. მაკროსტაბილურობისთვის ფისკალური მდგრადობის შენარჩუნებასა და საგარეო მოწყვლადობის შემცირების საჭიროებაზე ლაშა ხუციშცილმა 10-წლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა და ამაში ბიზნესის როლზე, რომლისთისაც სწორი სტიმულია აუცილებელი.
„ ჩვენი ამოცანაა ბიუჯეტის დეფიციტის
ნორმალიზაცია და ვალის მაჩვენებლის შემცირება. 2026 წლისთვის მთავრობის წმინდა
ვალს შევამცირებთ 45 პროცენტამდე, 2030 წლისთვის 40 პროცენტზე დაბლა, ხოლო
დეფიციტს - 2 პროცენტამდე. ეს არის ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგიული სამიზნე
მაჩვენებლები“, - განაცხადა ფინანსთა
მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ეკონომიკის
ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, მიუხედავად იმისა,
რომ ეს მაჩვენებელი 12 პროცენტიდან,
შემცირდა 5.5 პროცენტამდე.
„გამოწვევად რჩება მთავრობის ვალში
უცხოური ვალუტის მაღალი წილი და საფინანსო სექტორში დოლარიზაცია. 2026 წლისთვის
ჩვენი სამიზნე მაჩვენებლებია: მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება 4
პროცენტამდე, უცხოური ვალუტის ვალის წილის შემცირება მთლიან ვალში 65 პროცენტამდე,
დოლარიზაციის შემცირება 45 პროცენტამდე“- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა
ხუციშვილმა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss