ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
BOGG ბონუსების გასაცემად ემზადება
მარიამ მინაძე
3 აგვისტო, 2021, 15:47
BOGG ბონუსების გასაცემად ემზადება

თბილისი (GBC) - Bank of Georgia Group PLC- ის (BOGG)  აღმასრულებელთა აქციებით ცვალებადი კომპენსაციის ტრასტის მმართველმა კომპანიამ,   Sanne Fidiciary Services Limited-მა, დამოუკიდებელი ბროკერის შუამავლობით BOGG-ს 17,038  ჩვეულებრივი აქცია შეიძინა, თითოეულის ნომინალური ღირებულება £0.01. თითოეული აქციის ღირებულება £14.7 იყო (ვაჭრობა 30 ივლისს შედგა). ბოლო ვაჭრობა 23 ივლისს შედგა, საშუალო ფასი  £14.22.

ტრასტს აქციები მისი ბენეფიციარების ჯილდოებისთვის უჭირავს. პოტენციურ ბენეფიციარებს შორის აღმასრულებელი დირექტორი და ჯგუფის მენეჯერული პასუხისმგებლობის მქონე პირები არიან.

აღნიშნული ტრანზაქციების შემდეგ ტრასტი 1,217,976 აქციას იკავებს, რაც დაახლოებით BOGG-ს მიერ გამოშვებული ჩვეულებრივი აქციების დაახლოებით 2.48%-ია (23-სთვის 2.44% იყო).  ტრასტის აქციები სრულად არსებული ჯილდოებისთვისაა გამოყოფილი.

SANNE-მ ასევე, როგორც BOGG-ს თანამშრომელთა ცვალებადი ანაზღაურების ტრასტის მმართველმა, ბროკერის მიერ მართული გამოსყიდვის პროგრამის ფარგლებში BOGG-ს 11,600 ცალი ჩვეულებრივი აქცია შეისყიდა (ნომინალური ღირებულებით £0.01). საშუალო ფასმა თითო აქციაზე £14.92 შეადგინა.

ვაჭრობა 30 ივლისს შედგა და ესეც აღმასრულებელი დირექტორების და მენეჯერების ჯილდოებისთვისაა (ცვალებადი ანაზღაურებისთვის) განკუთვნილი. წინა ვაჭრობა 23 ივლისს შედგა, საშუალო ფასი თითო აქციაზე - £14.01.

აღნიშნული ტრანზაქციის შემდეგ, თანამშრომელთა ცვალებადი ანაზღაურების ტრასტის საკუთრებაში 562,840 ცალი აქცია იქნება, რაც ჯგუფის მიერ გამოშვებული ჩვეულებრივი სააქციო კაპიტალის 1.14%-ია (23-სთვის 1.12%).  აქციების 71.6% (403,014 უცვლელად) არსებული ჯილდოებისთვისაა (ცვალებადი ანაზღაურებისთვის) განკუთვნილი.

მენეჯერებისა და თანამშრომლების ჯილდოებისთვის BOGG აქციებს ეტაპობრივად ყიდულობს.

Sanne-მ ორივე ტრასტისთვის აქციები 11 ივნისს, 18 ივნისსაც, 25 ივნისს, 9 ივლისს და 16 ივლისსაც შეიძინა. იმ პერიოდიდან კი შესყიდვის მინიმალური ფასი 11-ში დაფიქსირდა £12.81.

BGEO-ს აქციების ფასი დღეის მდგომარეობით, სტაბილურად £14.94-ია.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები