| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |
თბილისი (GBC) – პროკურორი მსჯავრდებულს სახალხო დამცველთან დარეკვას ვერ შეუზღუდავს.სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, სახალხო დამცველისა და იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომერზე დაკავშირება მსჯავრდებულებს შეუზღუდავად შეეძლება. ამას ითვალისწინებს „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა ორშაბათს პირველი მოსმენით განიხილა.
პატიმრობის კოდექსით განსაზღვრულია პატიმრის უფლება, ჰქონდეს სატელეფონო კომუნიკაცია ოჯახის წევრებთან. ეს უფლება გარკვეული ნორმებით რეგულირდება, დადგენილია ოდენობები ლიმიტების სახით და მეორეს მხრივ მოქმედებს ზოგადი წესი, რომლითაც მაგალითად დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით შეიძლება გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეეზღუდოს პატიმარს სატელეფონო კომუნიკაციის შესაძლებლობა,
კანონში ცვლილების განხორციელებით კი განისაზღვრება, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, სახალხო დამცველისა და იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომერზე ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სატელეფონო საუბარი ხორციელდება პენიტენციური დაწესებულების ხარჯით.
გამომძიებლის ან პროკურორის მიერ მსჯავრდებულისთვის
სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არ გავრცელდება მსჯავრდებულის მიერ სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახურის, სახალხო დამცველისა
და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო
ნომერზე დაკავშირების შემთხვევაზე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss