ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ქალთა საპარლამენტო ფრთა უნდა გაძლიერდეს
2 აგვისტო, 2021, 20:28
ქალთა საპარლამენტო ფრთა უნდა გაძლიერდეს

თბილისი (GBC) - გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს გადაწყვეტილებით ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე ქალი პოლიტიკოსების გაძლიერების და მხარდაჭერის ინტერპარტიული თანამშრომლობის პლატფორმა შეიქმნება.

ინტერპარტიული თანამშრომლობის პლატფორმა მიზნად ისახავს:

• შექმნას პოლიტიკოსი ქალების სოლიდარობისა და თანამშრომლობის ფორმატი, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ქალების მხარდაჭერა არჩევითი ორგანოს ყველა წარმომადგენლობით დონეზე;

• ძალადობისაგან თავისუფალი წინასაარჩევნო გარემოს შექმნას;

• საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ქალი კანდიდატების წინაშე არსებული სპეციფიკური გამოწვევების შესახებ და გენდერული სტერეოტიპებისაგან დაცლილი მედიაგაშუქების უზრუნველყოფის ხელშეწყობას.

ინტერპარტიული თანამშრომლობის პლატფორმის ფარგლებში, ძალადობისაგან თავისუფალი წინასაარჩევნო გარემოს შექმნის ხელშესაწყობად, ყოველთვიურად მოეწყობა პარლამენტის წევრ დეპუტატ ქალთა არაფორმალური შეხვედრები ქალი პოლიტიკოსების წინაშე არსებული გამოწვევების განსახილველად და ქალი კანდიდატების გაძლიერების მიზნით სამომავლო ინტერპარტიული ნაბიჯების დასაგეგმად. ამასთანავე, დაიგეგმება შემდგომი მიზანმიმართული ღონისძიებები სამართლიანი და ობიექტური მედიაგაშუქების უზრუნველსაყოფად.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები