ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ლარის და უცხოური ვალუტის დეპოზიტებზე %-ების სხვაობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია
2 აგვისტო, 2021, 10:29
ლარის და უცხოური ვალუტის დეპოზიტებზე %-ების სხვაობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

თბილისი (GBC) - TBC Capital-ის ინფორმაციით, დეპოზიტები 2021 წლის ივნისში 16.7%*-ით გაიზარდა, 35.3 მლრდ ლარამდე. წლიური (წ.წ) ზრდის ტემპი წინა თვესთან შედარებით 5.3 %პ-ით შემცირებულია. 


ზრდის შენელება ძირითადად ლარის დეპოზიტების (წ/წ +24.2%, შემცირებულია -13.2%პ-ით მაისთან შედარებით) მიერ არის გამოწვეული, ხოლო უცხოურ ვალუტაში დენომინირებული დეპოზიტების ზრდის ტემპი (წ/წ +12.2% წ/წ, შემცირებულია -1.5 %პ-ით მაისთან შედარებით) მხოლოდ მცირედით შენელდა. 


ამასთან, წინა თვესთან შედარებით დეპოზიტების დოლარიზაცია 0.7%პ-ით 60.1%-მდე შემცირდა, თუმცა მხოლოდ ლარის გამყარების გამო - გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით დოლარიზაციის მაჩვენებელი წინა თვესთან შედარებით 0.1 პპ-ით არის გაზრდილი.


ეროვნულ ვალუტაში საპროცენტო განაკვეთმა ზრდა განაგრძო და 10.0% შეადგინა, უცხოური ვალუტების დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთები კი კვლავ კლების ტენდენციას ინარჩუნებს და საშუალოდ 1.2%-მდე შემცირდა. 


შედეგად, უცხოური და ეროვნული ვალუტის დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობამ ისტორიულ მაქსიმუმს - 8.8%-ს მიაღწია. 


ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია ფიზიკური პირებისთვის, სადაც სხვაობამ 9.6% შეადგინა.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები