| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, 30 ივლისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატში ონლაინ შეხვედრა გაიმართა, სადაც სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ბიზნესის მხარდასაჭერად ახალი სახელმწიფო პროგრამების შესახებ იმსჯელეს.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, USAID/საქართველოს ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორი მარიკა ოლსონი, ასევე ეკონომიკის სამინისტროს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში,“ ბიზნესომბუდსმენი, ტურიზმის ადმინისტრაციის, USAID-ის, დარგობრივი ასოციაციებისა და კლასტერების 60-მდე წარმომადგენელი.
ბიზნესის მხარდასაჭერად შექმნილი ახალი სახელმწიფო პროგრამების პრეზენტაცია შეხვედრაზე სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა წარადგინა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss