ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
აცრილი თიბისელი ბენეფიტებს იღებს
30 ივლისი, 2021, 15:09
აცრილი თიბისელი ბენეფიტებს იღებს

თბილისი (GBC) - თანამშრომელთა და მომხმარებელთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხობის უზრუნველყოფის მიზნით, თიბისი მოუწოდებს თიბისელებს, ჩაიტარონ კოვიდ-ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

ამ მიზნით, თიბისი აცრის მსურველებს წამახალისებელ აქტივობებს სთავაზობს. კერძოდ, თანამშრომლებისთვის, რომლებიც 29 ივლისიდან 1 სექტემბრამდე კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ჩაიტარებენ, თიბისის შემდეგი სამოტივაციო შეთავაზებები აქვს:

 

                     აცრის ჩატარების დღე პერსონალისათვის ცხადდება უქმედ;

                     პირველი 3 ფილიალი, რომელთა თანამშრომლების 80%-ზე მეტი 1 სექტემბრამდე აიცრება, დასაჩუქრდება შაბათ-კვირას                           ქალაქგარეთ დასვენების ტურით;

                     29 ივლისიდან - 1 სექტმებრამდე ვაქცინირებულ ყველა თიბისელს გადაეცემა თიბისის ბრენდ  მაღაზიის სასაჩუქრე                                     ვაუჩერი

                     ვაქცინირებული თანამშრომლებისთვის სასწავლო კურსის დაფინანსება.

„ჩვენთვის გუნდის წევრების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, ყველაზე მნიშვნელოვანი საზრუნავია. უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებით დადიდესი პასუხისმგებლობით, მშვიდობიანად გავიარეთ ყველასთვის რთული წელიწადნახევარი. პრევენცია, უსაფრთოების წესების დაცვა, ერთმანეთზე და მომხმარებელზე ზრუნვა - ამ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. მჯერა, რომ თიბისელები პასუხისმგებლობით მოვეკიდებით ვირუსის პრევენციისა და ვაქცინაციის პროცესს,“ - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

 თიბისის უმთავრესი ამოცანაა, დაავადების გავრცელების პრევენცია, სანიტარული უსაფრთხოების წესების აქტიური დანერგვა და დაცვა და ერთმანეთის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ამისათვის კომპანია მოუწოდებს თითოეულ თიბისელს პასუხისმგებლობით მოეკიდოს ვაქცინაციის საკითხს და ჩაერთოს შეთავაზებულ პროგრამაში.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები