| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

პროფესიული სასწავლებლების პოპულარობა საგრძნობლად შემცირდა ბოლო
შვიდი წლის განმავლობაში. IDFI-ის კვლევის მიხედვით, პროფესიული სასწავლებლების რიცხვი 2020 წელს
92 იყო და თითქმის არ შეცვლილა 2013 წელთან შედარებით. თუმცა, სტუდენტების რაოდენობა
-55%-ით შემცირდა იმავე პერიოდში და 9,399 შეადგინა. ეს შეიძლება აიხსნას პროფესიული
სასწავლებლების არაპოპულარობითა და დაბალი ხარისხის განათლებით. ასევე, შემცირდა კერძო
პროფესიული სასწავლებლების წილი 57%- მდე (-15 პროცენტული პუნქტი) იმავე პერიოდში,
რაც ბიზნეს სექტორის დაბალ ინტერესზე მიუთითებს აღნიშნული სასწავლებლების მიმართ.
ჩარიცხული სტუდენტების 39% თბილისში სწავლობს, მაგრამ კურსდამთავრებულების
წილი (36%) ქვეყნის საშუალო მაჩვენებელზე დაბალია. თბილისში ერთ სტუდენტზე მასწავლებლების
რაოდენობა 1.6-ია, რაც ასევე ქვეყნის საშუალო მაჩვენებელზე (2.1) დაბალია. სხვა რეგიონებში
აჭარა ლიდერობს ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობით (17%), და 48%-იანი კურსდამთავრებულების
წილით, რომელიც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელზე ბევრად მაღლაა.
საქართველოსთან შედარებით, ევროკავშირში მოსწავლეების თითქმის ნახევარი პროფესიულ სასწავლებელს ირჩევს მე-9 კლასის შემდეგ, როდესაც საქართველოში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 1%-ია. ეს განსხვავება შეიძლება აიხსნას საქართველოში პროფესიული სასწავლებლების არაპრესტიჟულობით და სამუშაო ბაზარზე რეგულაციების არ არსებობით, რომელიც დასაქმებულს ლიცენზიას ან სერტიფიკატს მოსთხოვდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss