ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
კონკურენციის სააგენტომ კონცენტრაციები შეისწავლა
30 ივლისი, 2021, 11:18
კონკურენციის სააგენტომ კონცენტრაციები შეისწავლა

თბილისი (GBC) - წინასწარ შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციების შესაძლო ფაქტების შეუტყობინებლობის გამოვლენის მიზნით,  სააგენტომ, 2021 წლის 1 აპრილიდან 30 ივნისის პერიოდში, რეგისტრირებული ეკონომიკური აგენტების მიერ განხორციელებული კონცენტრაციები შეისწავლა.

რეგისტრირებულ კონცენტრაციებში მონაწილე მხარეების წლიური ბრუნვა,  წინასწარი შეტყობინების ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კრიტერიუმს 4 795 შემთხვევაში - არ აკმაყოფილებდა, დარჩენილი 5 შემთხვევა - აკმაყოფილებდა, თუმცა 4 მათგანი  კონკურენციის კანონმდებლობით განსაზღვრულ გამონაკლისებში ექცევა.

რაც შეეხება 1 შემთხვევას, იდენტიფიცირებული მონაცემების მიხედვით, საყოფაცხოვრებო და ინდუსტრიული ტექნიკით ვაჭრობა/მონტაჟის სფეროში 2021 წლის 20 აპრილს განხორციელებულ კონცენტრაციასთან დაკავშირებით, ადგილი  ჰქონდა  კონცენტრაციის  სააგენტოსთვის  წინასწარ  შეტყობინების ვალდებულებას.

შესაბამისად, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნულ ქეისზე - გარიგებაში მონაწილე  ეკონომიკური აგენტის მიმართ საქმის წარმოება დაიწყო და  კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ღონისძიებებს განახორციელებს.

კონკურენციის ეროვნული სააგენტოსთვის შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილე პირების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე, შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების წარმოშობის წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, აღემატება 20 მილიონ ლარს და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის წლიური ბრუნვა აღემატება 5 მილიონ ლარს.

განახლებული კანონმდებლობის თანახმად, სააგენტო კონცენტრაციების კონტროლს ორფაზიანი სისტემის ფორმატში ახორციელებს - მარტივი და რთული. კერძოდ, სააგენტო 25 სამუშაო დღის ვადაში აფასებს - კონცენტრაცია თავსებადია თუ არა კონკურენტულ გარემოსთან. საკითხის დამატებითი შესწავლის შემთხვევაში - ხანგრძლივობა შეადგენს 90 სამუშაო დღეს. სააგენტოს გვერდის ავლით, უწყების მიერ შეტყობინების განხილვამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევებში განისაზღვრება ჯარიმა - მაქსიმუმ, 5%-მდე მოცულობით. კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების განხილვის საფასურია 5 000 ლარი.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები