ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
პოსტპანდემიის გამოწვევები სომხეთის და საქართველოს მინისტრებმა განიხილეს
29 ივლისი, 2021, 20:01
პოსტპანდემიის გამოწვევები სომხეთის და საქართველოს მინისტრებმა განიხილეს

თბილისი (GBC) - საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრს, ვაგან კერობიანს, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

 

მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები სხვადასხვა სფეროში.  განსაკუთრებით, ხაზი გაუსვეს საგადასახადო და საბაჟო სფეროში პარტნიორობის მნიშვნელობას, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობას.

 

ორივე მინისტრმა ისაუბრა COVID-19-ის პანდემიით შექმნილ გამოწვევებსა და  პოსტპანდემიურ პერიოდში თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურების აუცილებლობაზე.

 

ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას, ასევე დაესწრნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე, სომხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში რუბენ სადოიანი, სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ავგარ ავანესიანი და დელეგაციის სხვა წევრები.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები