ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
საქართველოს ბანკი UN Global Compact-ის წევრია
29 ივლისი, 2021, 11:00
საქართველოს ბანკი UN Global Compact-ის წევრია

თბილისი (GBC) - აქართველოს ბანკი UN Global Compact-ის წევრი გახდა. UN Global Compact მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური მდგრადი განვითარების ინიციატივაა. ინიციატივის ფარგლებში გაერო ცნობს და მხარს უჭერს იმ კომპანიებს, რომელთა საქმიანობა და სტრატეგიაც თანხვედრაში მოდის ისეთ უნივერსალურ პრინციპებთან, როგორიცაა: ადამიანისა და  შრომის უფლებები, გარემოს დაცვა და კორუფციასთან ბრძოლა.

„საქართველოს ბანკისთვის დიდი პატივია გაეროს გლობალური შეთანხმების წევრობა. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ბანკის საქმიანობა სრულ თანხვედრაშია გაეროს გლობალური შეთანხმების ძირითად პრინციპებთან. საქართველოს ბანკი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში 100-ზე მეტი პროექტის მხარდამჭერია. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ სოციალურ პრობლემებზე ცნობიერების ამაღლებას, თანასწორი და ინკლუზიური გარემოს შექმნას, მეტი ადამიანის, სფეროს თუ ადგილის მდგრად განვითარებას. ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურად ვაგრძელებთ აღნიშნული მიმართულებებით პროექტების მხარდაჭერას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ გოჩაშვილმა.

ვრცლად, იმ პროექტებს, რომელსაც საქართველოს ბანკი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად  ახორციელებს, შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://csr.ge/

 

 

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები