ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ტოიოტა თსუშო წყალბადის წარმოებით დაინტერესდა
29 ივლისი, 2021, 11:44
ტოიოტა თსუშო წყალბადის წარმოებით დაინტერესდა

თბილისი (GBC) - ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა იაპონური კორპორაციის „ტოიოტა თსუშოს“ (Toyota Tsusho Corporation) დელეგაციას შეხვდა. „ტოიოტა ჯგუფის“ კორპორაცია მსოფლიოს 120 ქვეყანაშია,66 000 დასაქმებულით. 

შეხვედრაზე მინისტრმა იაპონელ სტუმრებს საქართველოს მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციებისა და საინვესტიციო და საქმიანი გარემოს შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, საქართველოსა და იაპონიას შორის მოქმედებს არაერთი შეთანხმება, რომელიც მიმართულია ორმხრივი ეკონომიკური კავშირების უფრო მეტად განვითარებისთვის.

„ტოიოტა თსუშოს“  წარმომადგენლებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს საქართველოს ენერგეტიკითა და მათ შორის, ე.წ. „მწვანე წყალბადის“ წარმოებით. ითქვა, რომ ამ მხრივ საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს.

“იაპონიის მსხვილი კორპორაციები ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტ ინტერესს იჩენენ საქართველოთი ინვესტირების განხორციელების მიმართულებით. სწორედ საინვესტიციო გეგმებს მიეძღვნა დღევანდელი შეხვედრაც. „ტოიოტა ჯგუფი“ საქართველოს ბაზარზე უკვე არის წარმოდგენილი. თუმცა შესაძლოა, ეს კომპანია ასევე გახდეს ინვესტორიც, რომელიც დაინტერესებულია ენერგეტიკით, მათ შორის, მწვანე წყალბადის წარმოებით. ჩვენ ამ ინოვაციურ მიმართულებას ვავითარებთ და ვფიქრობთ, რომ საპილოტე პროგრამის განხორციელებას შევძლებთ,“ - განაცხადა მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

საქართველოში იაპონიის ელჩის იმამურა აკირას განცხადებით, „ტოიოტა თსუშო“ იაპონიის უდიდეს სავაჭრო კომპანიებს შორისაა და ოპერირებს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ვაჭრობა, ინვესტიციები, ქარხნების მშენებლობა, ენერგეტიკის განვითარება, ფინანსები, ლოგისტიკა და სხვ. ელჩის თქმით, კომპანია დაინტერესებულია საქართველოში ინვესტირებით, რადგან ქვეყანას აქვს პოტენციალი, იყოს პარტნიორი სამომავლო ბიზნეს-ურთიერთობებში, განსაკუთრებით განახლებადი ენერგიის მიმართულებით. იაპონელმა დიპლომატმა ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის გაფორმებულ შეთანხმებაზე ინვესტიციების ურთიერთდაცვის შესახებ, რომელიც მცირე ხნის წინ ამოქმედდა.

 „იაპონიის მთავრობა მზადაა მხარი დაუჭიროს იაპონური კომპანიების ამ აქტივობას სამხრეთ კავკასიაში, განსაკუთრებით კი - საქართველოში. შეხვედრაზე დღეს ჩვენ განვიხილეთ მრავალი პერსპექტივა, იდეა და, ასევე, ამ იდეების უახლოეს მომავალში განხორციელების გზები,“ - განაცხადა იაპონიის ელჩმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.  

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და ირაკლი ნადარეიშვილი, აგრეთვე იაპონიის ელჩი საქართველოში იმამურა აკირა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები