| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად, ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა.
„დღეს, დოკუმენტის
ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა.
მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტს შეთანხმებაზე ხელი
დღემდე არ მოუწერია, ვხედავთ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები საჭიროდ არ თვლიან,
რომ რადიკალურ ოპოზიციას დოკუმენტის ხელმოწერა და მის აღსრულებაში მონაწილეობა მკაცრად
მოსთხოვოს.
ქვეყანა უკვე
ახალი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების რეჟიმზე გადავიდა. თვითმმართველობის
არჩევნების ჩატარება იმ პოლიტიკური შეთანხმების ფონზე, რომელსაც მთავარი ოპოზიციური
პარტია ხელს არ აწერს, ქვეყნის ინტერესებისთვის დამაზიანებელია. ამ ვითარებაში „ქართული
ოცნების“ მხრიდან პოლიტიკური შეთანხმების ამოწურულად გამოცხადება უალტერნატივო ნაბიჯად
გვესახება“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, სასამართლო და საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული ცვლილებები, ყოველგვარი პოლიტიკური შეთანხმების ხელმოწერის გარეშეც განხორციელდება.
რა ბედი ეწევა ანულირებული შეთანხმების პუნქტებს, ლოგიკურ კითხვას კობახიძემ უპასუხა, რომ სასამართლო და საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული ცვლილებები ყოველგვარი პოლიტიკური შეთანხმების ხელმოწერის გარეშეც განხორციელდება. სასამართლო რეფორმა გაისად დასრულდება. მან პოლიტიკური ძალების განაწილების სუბიექტური ხედვაც წარმოადგინა, - "ჯანსაღი პოლიტიკური კონსულტაციების საფუძველზე განაწილდება საპარლამენტო თანამდებობები იმ ოპოზიციურ პარტიებზე, რომელიც კონსტრუქციული თანამშრომლობის მზაობას დაამტკიცებენ“.
შესაბამისად. მისი თქმით, 19/04 მიშელის 5 პუნქტიანი შეთანხმების ნაწილი შესრულებულია, მათ შორის პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე, მელია/რურუა გათავისუფლებულია; ამნისტიაზე საპარლამენტო მსჯელობა გრძელდება; საარჩევნო რეფორმა სრულდება; სასამართლო რეფორმა გაისად, გაზაფხულისთვის დასრულდება. ძალთა გადანაწილების პუნქტის შესრულება კი შემოდგომაზე დაიწყება. 43% იცვლება 53%-ით, თუმცა არა შიშის საფუძვლით. მიშელის შეთანხმებით, რიგგარეშე საპარლემენტო არჩევნები ადგილობრივ არჩევნებში ოცნების ხმების 43% მოგროვების დაშვებით უნდა გამართულიყო.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss