ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სამშენებლო ამნისტიის პროცედურებს მერია მალე დაამტკიცებს
28 ივლისი, 2021, 12:46
სამშენებლო ამნისტიის  პროცედურებს მერია მალე დაამტკიცებს

თბილისი (GBC) - ახლადამოქმედებულ (28/07/21) სამშენებლო ამნისტიის აღსრულების წესებს და პროცედურებს, თავისი საშეღავათო რეჟიმებით, თბილისის მუნიციპალიტეტი მალე დაამტიცებს. კახა კალაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე, 3 -ეტაპიანი  ცვლილებების  მნიშვნელობაზე  განაცხადა, 10 000-ობით მოქალაქის ქონებრივი პრობლემური საკითხების მოგვარების თვალსაზრისით. 

მოქალაქეებს პრეფერენციებზე კიდევ ერთხელ შეახსენა.  რომ  1) 18.08.2020 -მდე ნებართვის მქონე  სამშენებლო ობიექტისთვის გათვალისწინებულია გამონაკლისი, პატიებას ექვემდებარება ფართობის გადამეტება, წითელი და ფუნქციური ზონების დარღვევა. 2) შემდეგი პუნქტით, შემსუბუქება ბალანსდება,  დეველოპერის პასუხისმგებლობის დამძიმებით. გუშინდელი და დღევანდელი დარღვევები, ხვალ  და ზეგ რომ აღარ განმეორდეს. სამშენებლო დარღვევა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში ექცევა. 

თბილისის მერი და კანდიდატი  სამომავლოდ, დეველპერის პასუხისმგებლობის დამძიმებას, პრევენციისთვის, გარდაუვლად მიიჩნევს. შესაბამისად მშენებლობის შეჩერება-გამოსწორებაზე  მუნიციპალური ინსპექციის  მითითების შეუსრულებლობა დასჯადი გახდება, რომ მისი თქმით, ყველასთვის არმოსაწონი არსებული რეალობა არ მივიღოთ  მომავალშიც.

3) შენობებში, საყოფაცხოვრებო ფართებით, ექსპუატაციაში მიღებამდე, დენის და გაზმომარაგების ინფრასტრუქტურა ვეღარ მოეწყობა. სამშენებლო სექტორისთვის ახლადამოქმედებული ცვლილებებით, უფლებამოსილი ორგანოს ვიზირებამდე  შენობა საყოფაცხოვრებო ფუნქციით ვერ გამოიყენება. 2022 წლის 1 იანვრიდან ასამოქმედებელ  შეზღუდვებში მხოლოდ მომავალ წელს დაწყებული პროექტები ექცევა.  ახალი ნორმა 01.01.2022-მდე  ნებართვამიღებულებისთვის არ ვრცელდება. 

კალაძის თქმით, ამნისტიით მოწესრიგდება  ქონებრივი საკითხები. ბევრი ოჯახისთვის, რომელიც  ესპლუატაციაში მიუღებელ შენობაში წლებია ცხოვრობს . 


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები