ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
სებ-მა სავალუტო ჯიხურები დააჯარიმა
27 ივლისი, 2021, 17:40
სებ-მა სავალუტო ჯიხურები დააჯარიმა
თბილისი (GBC) - ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის მოთხოვნათა დარღვევების გამო, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, თბილისის ტურისტულ ზონებში ჩატარებული შემოწმების შედეგად,  ვალუტის გადამცვლელ ორ პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმა, თერთმეტს კი ფულადი ჯარიმა დააკისრა.

ტურისტულ ზონებში მდებარე სავალუტო პუნქტები მომხმარებლებს არ აწვდიდნენ ინფორმაციას ვალუტის გადაცვლის ოპერაციების შესახებ. კერძოდ, მათ არ ჰქონდათ მითითებული ინფორმაცია საყურადღებო კურსის შესახებ და ასევე არ ახდენდნენ ანგარიშსწორების შემდგომ ქვითრის ამობეჭდვას და მომხმარებლებისთვის გადაცემას. დაფიქსირდა სარეგისტრაციო მოთხოვნების დარღვევის ფაქტებიც, კერძოდ, არ ხორციელდებოდა ოპერაციების სრულყოფილი აღრიცხვა, ამასთან, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები არ იყვნენ აღჭურვილი საჭირო ტექნიკური საშუალებებით.

საქართველოს ეროვნული ბანკი გარკვეული პერიოდულობით მომავალშიც გეგმავს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების შემოწმებას და მიიღებს შესაბამის ზომებს მომხმარებელთა უფლებების დასაცავად და პუნქტების საქმიანობის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მომხმარებლებს, ვალუტის გადაცვლის ოპერაციის განხორციელებისას გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და ტრანზაქციის შესრულებამდე გადაამოწმონ გაცვლით კურსთან და მომსახურების საკომისიოსთან დაკავშირებული ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, თუ თვლით, რომ თქვენი უფლებები დაირღვა, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე - 2 406 406 ან მოგვწეროთ - cp@nbg.gov.ge.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები